Digest Logo

ლოქდაუნით გამოწვეული სიკვდილიანობა ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე აღმატებული იქნება - გურული

1606370644
ექიმი, ზურა გურული

გუშინ, 25 ნოემბერს მისისიპის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორ, ექიმ ზურაბ გურულსა და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტში გურულის გამოჩენამ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ის ყოველთვის ღიად აკრიტიტიკებდა მთავრობას. გურულმა ამის შესახებ განმარტება თავადვე გააკეთა:

„ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩემი მონაწილეობის შესახებ სამთავრობო სხდომებში, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:


1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.
2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.
4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.
5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.
6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტიანი ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.
7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.“, - წერს გურული.


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

რუსული ვაქცინის გაკეთებაზე პუტინიც კი უარს ამბობს - ცნობილია ვაქცინის ფასი

ცნობილები გვიყვებიან, რა კვალი დატოვა კორონავირუსმა მათზე - ნახეთ ვიდეო