სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია დედმამიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ბავშვობის წლებს იხსენებს და დას დაბადების დღეს ულოცავს.
ამავე პოსტში სასულიერო პირი წერს, რომ და-ძმაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს.
„და-ძმობაზე მარადიული განცდა იშვიათად გააჩნია ადამიანს… ძლიერიც ხარ და გამარჯვებულიც, როცა ამ პლანეტაზე, თუნდაც სხვა ქვეყანაში შენი ღვიძლი, შენი ხორცის ნაწილი გეგულება…
ჩვენ, ისე როგორც ბევრს ჩვენს თაობაში, ურთულესი ბავშვობა გვქონდა… ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს… დედა ხშირად გვეტყოდა, არაფრის შეგეშინდეთ, ერთმანეთი გყავთო… წლები მოგვემატა, თორემ ვერ მოვწყდით წალენჯიხიდან წამოყოლილ კადრებს… დღეს ისევ ერთმანეთს ვუყოფთ ლუკმას და გვახსოვს დედის დარიგება, რომ ერთმანეთი გვყავს…
ჩემი და რუსუდანი დღეს იუბილარია… შემაწუხებლად მზრუნველი, დაუჯერებლად ძლიერი სულისკვეთების პატრონი, თავად რომ გაუჭირდეს, სხვას მაინც გაუწვდის ხელს და წამოდგომაში დაეხმარება…
დიდხანს მყავდე ჭკუის დამრიგებლად „აუტანელო“…
„დედაჩემივით მზრუნველი ხარ და
მეიმედები აწ და მარადის…
სხვა რომ ჩამიდგეს ნუგეშის კართან,
შენ უპირობოდ დამიფარავდი…
არ მეშინია ქარის და სეტყვის,
შენთან ურაგანს შევეჭიდები.
დაუფიქრებლად ყოველთვის გეტყვი,
დედაჩემივით მუდამ მჭირდები!..“ - წერს პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე მეტად ვინც ელოდა ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი
🔵„მომეცი პირობა, რომ თუ დამჭირდა, ამის ხელში არ ჩამაგდებ“ - ჭიაბერაშვილი რატიანს უპირისპირდება
🔵„ყველაზე მეტად ვინც ელოდა ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი