ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ფეხმძიმედაა, უმშვენიერესი ალექსანდრა მეორე შვილის დედა გახდება, თუმცა ვინ არის ბავშვის მამა ჯერ უცნობია.
ალექსანდრა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მის გამომწერებს ემოციებს უზიარებს.
„არასოდეს წარმომედგინა, რომ ასეთი მასშტაბური Gender Reveal Party გვექნებოდა, მე და ჩემ სიყვარულებს!
მადლობა, ყველას ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე…
მადლობა, ჩემ სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..
მადლობა, ქალებს, ამ გადაცემამ, ურთულესი პერიოდი, სრულ სიცილ-ხარხარში გადამატანინა…. ჩემი ოჯახის წევრები და შვილი, რომელმაც სტიმული მომცა, დავფიქრებულიყავი კიდევ ერთ პტარაზე….
მადლობა, სრულიად უცხო გამომწერებს, ასე რომ მგულშემატკივრობთ უანგაროდ და უპირობოდ…. გოგოს დედობა მხვდა წილად, ამ ჯერად, უდიდესი პატივია და დროული! 🤘🏻❤️🔥
მადლობა სამყაროს ამ საჩუქრებისთვის….,“- წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️