Digest Logo

მაგარი მოქალაქე რომ ხარ, იქნებ იმაზეც იფიქრო, ვინც დღიურ შემოსავალზეა - ლიკლიკაძე ლოქდაუნზე

1606209247
ჟურნალისტი და მსახიობი

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე საქართველოში ლოქდაუნის შესაძლო გამოცხადების ირგვლივ გამოწვეულ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რამდენიმე შემხვდა აქ, რომელიც გაჰკივის (ხავილით!) - აოეე მთავრობა, სასწრაფოდ დაკეტე ქვეყანაო. თან დღესვეო, თან ახლავეო, ამ პოსტს როგორც გამოვაქვეყნებ იმ წამსვეო.

ძაან მაგარი მოქალაქე რომ ხარ, იქნება იმაზეც იფიქრო, ვინც დღიურ შემოსავალზეა (მარშუტკის მძღოლები, ტაქსისტები, დისპეჩერები, „სტაიანშიკები“, მოვაჭრეები, მიმტანები, ბაზრები და ბაზრობები, „კაჩკის“ მზიდავები, უკანონო, მაგრამ მაინც გარე მოვაჭრეები, მცხობელები, დამლაგებლები,რეპეტიტორები, კერძო სახელოვნებო წრეების პედაგოგები, ვიდეო გადამღებები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, ივენთკომპანიის თანამშრომლები და უამრავი, ამას ვინ ჩამოთვლის), ანუ მთელი ქვეყნის თითქმის 60-70 %. ამას ვამბობ მე, ადამიანი, რომელსაც თუ ჩაგვკეტავენ ხელფასი ყველგან მინარჩუნდება, ან ონლაინ საქმეებიც მაქვს, მაგრამ შეიძლება მარტო ჩემი ოჯახის კეთილდღეობით ვიფიქრო? ხოდა დაფიქრდი შენც პასუხისმგებლიანო მოქალაქე და ნუ უბაკუნებ ერთი ფეხებს ნურც ხელისუფლებას და ნურც ჩვენ.

შენ თვითონ რომ დაჯდე მანამდე სახლში და ჩაიკეტო? ხომ გცოდნია, რაც უნდა ვქნათ და აწი შენ ჩაიკეტე და მიხედე ჯერ შენ თავს. ყველა რომ მიხედავდეს მის თავს იქნება და ეს ლოქდაუნიც არ დაგვჭირდეს“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

მეზვრიშვილის შემდეგ გახარიაც გადადგება?

კლინიკებში ადგილები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ნახეთ ვიდეო, როგორი სახლი აქვს შალვა ნათელაშვილს