ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს დღეს „iphone 12 pro“გადასცეს საჩუქრად.
მეუფის საჩუქარმა სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საზოგადოება გაიყო ორად უნდა გადაეცა თუ არა კომპანიას მეუფისთვის საჩუქარი ან რაში სჭირდებოდა მეუფეს ბოლო მოდელის ტელეფონი.
ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში მიტროპოლიტის საჩუქარს ეხმაურება.
„მოგიწოდებთ ყველას ბოიკოტი გამოვუცხადოთ მაღაზია აისტაილს. რომელმაც ამ საშინელი გაჭირვების დროს უპოვართათვის ერთი პურიც არ გაიმეტა, სამაგიეროდ გაზულუქებულ მეუფეს გადასცა აიფონ 12“- წერს ჟურნალისტი.