კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მკურნალობის კურსს სამხრეთ აფრიკაში აგრძელებს. როგორც „ქართული რაგბი" აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
„ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფ თაუნის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. როგორც ირკვევა, მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისიც განუვითარდა, მაგრამ ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ლევანს",- წერს სოციალურ ქსელში „ქართული რაგბი".
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს
„მოდიოდა და ფიქრობდა, როგორ იქნებოდა მარტო დარჩენილი კარ-მიდამო" -ნახეთ, ჟურნალისტის ემოციური წერილი