Digest Logo

„მამამისზე შურისძიების მიზნით მოკლესო, ამბობენ“ - ბაია პატარაია ნიკო კვარაცხელიაზე

1631783680
ნიკო კვარცხელია და ბაია პატარაია

 უფლებადამცველი ბაია პატარაია ნიკა კვარაცხელიას  მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და წერს რომ ქვეყანაში მათი მმართველობა უნდა დასრულდეს.

„დილიდან მიხაროდა, რომ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს ვხვდებოდი ზუმში და ვატრენინგებდი ადვოკატირებაში.

მერე კი ფბ-ში შემოვიხედე და ორჯერ გამისკდა გული. ახალგაზრდა ჟურნალისტები ისევ კინაღამ მოკლეს ცემით, ხოლო გადასარევი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უკვე ბევრი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული, ნამდვილად მოკლეს მამამისზე შურისძიების მიზნითო, ამბობენ.

ეს ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა!
მეშინია, რომ შვილს აქ ვზრდი
არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მთავარი მოძალადე ხელისუფლებაა და ძალადობას ხელს აფარებს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს!
არ დასრულდება და დავსრულდებით ჩვენ და ჩვენი შვილები...“ - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, 20 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ვერაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. ნიკოს კრიმინალური ავტორიტეტის შვილი იყო, მომხდარს მამამისზე შურისძიებას უკავშირებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ნინიკო ნაცარაშვილზე დაქორწინდა?

🔵„მიუ“ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - პაატა იმნაძე

🔵მამაკაცმა სიდედრის ატანა ვეღარ შეეძლო, შინაპატიმრობა დაარღვია და პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა