Digest Logo

მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის და მისი შვილი გარდაიცვალა… – 14 წლის სალომეს გლოვობენ

1604648683
ავარიით დაღუპული 14 წლის გოგო

3 ნოემბერს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 14 წლის სა­ლო­მე მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი, რომელიც დასთან ერთად მოპედით სეირნობდა, სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა და მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი და კი მძი­მედ და­შავ­და.

სა­ლომე გურ­ჯა­ა­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, გრი­გოლ მთვა­რე­ლიშ­ვი­ლის, შვი­ლია. მღვდელს მისი მრევლი მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობას უცხადებს.

„ჩემი მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის, ლოცულობდა და ლოცულობდა, და მეც გადავრჩი. ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა, ოღონდ არასდროს არ მირეკავდა არასდროს არ ვურეკავდი.

მამაოს შვილი გარდაიცვალა, სალომე ანგელოზად წავიდა ცაში, და არ ვიცი, რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვიყინები.

მამაო, რომელიც ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის. ძალიან მიყვარხართ, და არ ვიცი რა გავაკეთო”, – წერს სოციალურ ქსელში სოფო ფირანიშვილი.

ცნობისთვის ავ­ტო­მო­ბი­ლს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მარ­თავ­და.