Digest Logo

მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს პრობლემებს - ჟორჟოლიანის მიმართვა ამომრჩეველს

1604242986
ჟურნალისტი და პოლიტიკოსი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მკვიდრთა პრობლემების მოგვარებას, ხვალიდან, მანდატის გარეშე იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ახლა არჩევნები ცოტა ხნით დავივიწყოთ და მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ამ დღეების მანძილზე გნახეთ.

იცოდეთ, ყველა პირობა ძალაში რჩება.
მე, მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს უმძიმესს, პერსონალურ პრობლემებს.

არ გეგონოთ შორეულ მომავალზე ვსაუბრობდე, ხვალიდან შევუდგები თითოეული თქვენგანის ისტორიების განხილვას.

წყალტუბო მადლობა ამ შედეგისთვის. იცოდე ცხოვრების ბოლომდე ვარ შენთან ვალში და უკვე ვიცი გზა, როგორ უნდა ვიყოთ ერთად.

სამტრედია, ძალიან შემიყვარდი.

ვანი, მაგრად იომეთ და არასოდეს დაგივიწყებთ.

ხონი, მარტო იმ პატარა გოგოსთვის ღირდა ამ რაიონის გაცნობა.

აწი იწყება მთავარი ბრძოლა. ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა“, - წერს ჟორჟოლიანი.