Digest Logo

მარტივი იქნებოდა არ მცოდნოდა სისხლის ანალიზის შესახებ - როგორია კოვიდდადებითის მე-17 დღე?

1603019285
როგორია კოვიდდადებითის მე-17 დღე?

კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კარანტინში ყოფნის მე-17 დღეს აღწერს.

მას ერთგავრი საკარანტინო დღიური აქვს გაკეთებული და ფეისბუკ გვერდზე მეგობრებს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინში და როგორ გრძნობს თავს.

„დაიჯესტი“ ჟურნალსიტის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ;

„დღე 17.

ხვალ ორი კვირა გახდება, რაც კლინიკაში ვარ. მომიყვანეს 37.6 სიცხით, რომელმაც ორ დღეში დამიწია, შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სიმპტომი გაქრა, გარდა ანალისზში ცვლილებისა და მერე ვირუსი ისევ გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი და ვწერდი ასეთი განვითარების შესახებ, მაინც ემოციურად არ იყო ადვილი ამ ყველაფრის გათავისება. სახავ გეგმებს, თავს ირთობ და მერე ისევ აქ გიწევს დარჩენა და იმაზე ფიქრი, თუ კიდევ რამდენ ხანს ვერ გახვალ გარეთ.

ზოგჯერ ვფიქრობ, ემოციურად უფრო მარტივი იქნებოდა, არ მცოდნოდა არც სისხლის ანალიზის და არც სხვა კლინიკური ნიშნების შესახებ. მხოლოდ სიცხეს გავიზომავდი და თავს დავიმშვიდებდი, რომ მაღლა არ მიწევს. მაგრამ რახანაც ამ ვირუსის მიმართ ინტერესი ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდია, მეც გადავწყვიტე, თუკი ვინმეს რაიმეში დაგეხმარებათ, გაგაცნოთ ჩემი, როგორც კოვიდდადებითი პაციენტის მდგომარეობა და ამით გარკვეულად შეგამზადოთ მაინც.

დღეს მინდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალს გადავუხადო მადლობა. ამ ადამიანებს: ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და ვეცდები, ყველასთან ერთად გადავიღო ფოტო და გაჩვენოთ ეს ადამიანები. მაინცდამაინც დღეს დავიწყე მათთან სელფების გადაღება და იმდენნი არიან, ცალ-ცალკე რომ დავდო, მაშინ კიდევ საკმაოდ დიდხანს მომიწევს აქ გაჩერება, რისი სურვილიც არ მაქვს. ასე რომ, მომდევნო დღეებშიც შემოვამატებ ფოტოებს.

მეტი დეტალით დღეს თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გეტყვით, რომ ირაკლის აუღეს ანალიზები და ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებელში ოოდნავი ცვლილება აქვს, მე კი სისხლის გამათხელებლის დოზა გამიზარდეს.

დაბოლოს, დღეს ემინემის დაბადების დღეა და გქონდეთ აგერ მისი ფრთიანი ფრაზაც: „ძალიან ბევრი სიმართლე ითქმის ხუმრობისას."

ჯანმრთელობა თქვენ“,- წერს ჟურნალისტი.