დღეს, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს. რამდენიმე კვირის წინ მისი მდგომარეობა მნიშნვენლოვნად დამძიმდა და კლინიკაში მკურანლობდა.
მის გარდაცვალებას ბევრი ადამიანი გლოვობს და ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან, მათ შორის ერთ-ერთი ვინც დავითაშვილის გარდაცვალება განიცადა საქართველოს რკინიგზის პრესსპიკერი დაჩი ცაგურიაა.
„გული მომიკვდა კობას გარდაცვალების გამო. როგორ დააინვალიდეს ეს მთასავით კაცი ამ ხლისტებმა...
მარტო კობას ცოდვით ვერ გაიხარებთ, მიშას თამადობით მისი სექტის მეთაურიან მიმდევრების ჩათვლით, ეს უდიდესი ცოდვა გეყოფათ სულ ყველას...
თან რა ცუდ დროს წავიდა, სამძიმარზეც ვერ მივალ იზოლაციის გამო, არადა მაშინ კობა რომ გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ, სად ყავდათ არ ვიცოდით, ვეძებდით და გაავრცელეს ჭორად რომ კობა გარდაცვლილი იყო, ფეხები უკან მრჩებოდა მივედი მის ოჯახში... როგორ ცხოვრობთ ამხელა ცოდვებით? როგორ გძინავთ ღამე თქვე არაადამიანებო? მეზიზღებით და მძულხართ! სანამ პირში სული მექნება თქვენი მტერი ვიქნები და რითიც შემეძლება არ გაგახარებთ!“. - წერს დაჩი ცაგურია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
აბა, ქალი...? – რამ დააბნია სააკაშვილი?
საზარელი ტრაგედია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორის ცოლი, დედა და სიდედრი ემსხვერპლა