Digest Logo

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

1640076049
აურა

ძვირფასო კირჩხიბებო, 2022 წელს აქცენტი კეთდება პირადი ცხოვრებაზე, კარიერაზე, ფინანსებსა და ქონებაზე. ყველა ეს სფერო იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი და არსებითი ნაწილი. დიახ, ეს ნამდვილად დაკავებული წელია!

დავიწყოთ კარიერით და ფინანსებით...

ეს წელი თქვენგან მოითხოვს შრომისმოყვარეობას, შრომას და კიდევ ერთხელ -შრომას. თუმცა, ეს წელი დააჯილდოებს ყველას, ვინც ბევრს იმუშავებს და დაგეგმავს ყოველი ეტაპის გადალახვას.

დაიმახსოვრეთ, უმოქმედობა ბადებს ეჭვს და შიშს. მოქმედება ბადებს თავდაჯერებულობას და გამბედაობას. თუ გსურთ შიშის დაძლევა, ნუ ისხდებით სახლში, გადით გარეთ და იყავით დაკავებული!

როდესაც საქმე ეხება ქონების შეძენას ან თუნდაც დაგროვებას, ეს წელი, მოგცემთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ. თქვენ დიდი ხანია გეგმავთ როგორ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას. ეს წელი კი, ნამდვილად დაგეხმარებათ ამ წერტილის პოვნაში. ჩვენი რეკომენდაციაა, დარწმუნდით, რომ დოკუმენტი მოწესრიგებულია და ამასთან, ყველა შეთანხმება წერილობით გაქვთ გაფორმებული. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი ფასი გადაიხადოთ. ამიტომ 100%-ით დარწმუნდით, რომ დოკუმენტაცია სრულყოფილია, როგორც კარიერულ, ისე სამართლებრივ და ქონებრივ საქმეებში!

შეიგრძენით ნამდვილი სიყვარული!

ეს წელი თქვენს პირად ურთიერთობებში სიახლეს ნამდვილად შემოიტანს. ამიტომ მიეცით თავს უფლება ამოისუნთქოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი სიყვარული. თანაც, წელს ნამდვილად გექნებათ სურვილი იპოვოთ მეორე ნახევარი და დაიწყოთ გრძელვადიანი ურთიერთობა. 2022 წელი კი, სრულ მხარდაჭერას გთავაზობთ.

ხოლო თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, წლევანდელმა წელმა შესაძლოა სუფთა ჰაერი შემოიტანოს თქვენს ყოველდღიურობაში. ასე რომ, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო, დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი, მოგზაურობა საოცნებო ადგილებში და სხვა დაუვიწყარი თავგადასავლები. სამყარო თქვენს ხელთაა, შეყვარებულებო!

ჯანმრთელობა სიკეთეა, იზრუნეთ მასზე.“

ჯანმრთელობის მხრივ, გირჩევთ გამოიჩინოთ სიფრთხილე. მათ, ვისაც წარსულში რაიმე დაავადება აქვთ გადატანილი, დიდია რეციდივის რისკი.

ეჭვგარეშეა, რომ პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, მაგრამ პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა.

სასარგებლო იქნება ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მზებუდობის საკრალური დღეა“ - მიხეილ ცაგარელის დღის დეტალური რჩევა

🔵„დღეს ოცნებების ასრულების დღეა“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა გავაკეთოთ 21 დეკემბერს

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის

🔵2022 წლის პროგნოზი კუროებისთვის - აი, თქვენ ნამდვილად უნდა გაამზადოთ შამპანური და ახალ წელს სიხარულით შეეგებოთ

წყარო: trend.ge