Digest Logo

„მე ყოფილი მოთამაშე ვარ... წავაგე ემოციები, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს… რამდენი რამე მომპარა თამაშმა“ - თევდორე გოგოლაძე

1641229569
თევდორე გოგოლაძე

„მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა ეს თემა. ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. „მე ყოფილი მოთამაშე ვარ”. 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი“, - ამ მნიშვნელოვან თემაზე სოციალური ქსელის მომხმარებელი თევდორე გოგოლაძე წერს. ის საზოგადოებას რჩევებს აძლევს და თავის წარსულს უყვება.

„მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა ეს თემა. ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო.

„მე ყოფილი მოთამაშე ვარ”. 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი, ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი (ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ) მოკლედ ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ.

ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორე ხარისხოვანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი, ინტერესები რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განევითარებინა სლოტის ტრიალში ვფლანგავდი, ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა, ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით „არა” უნდა თქვას თამაშზე.

მოკლედ, საბოლოო ჯამში, წავაგე ემოციები, ემოციები რითაც ადამიანი შედგება, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ჰქონდა ყველაფერს მოკლებული.

დედაჩემის რჩევით 2 წლის წინ მივედი კამარა Kamara -ში, სადაც მოთამაშეებისთვის იყო კურსი, აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა Ninutsa Komakhidze მერი გელაშვილი Elene Baramidze Natia Panjikidze შორიდან შემხედეს, მესამე თვალით ჩემ თავს, როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემ თავთან და დავინახე რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა.

გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია, ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად, რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში კამარას და იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად დადიოდა.

ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიანები, შევიყვარე ადგილი სადაც მე ვიმყოფები და ნუ ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც ))) მოკლედ მეგობრებო, ეს წელი ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ გაგეტარებიოთ უთამაშოდ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით, დამიჯერეთ გაგიჭირდებათ, მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები. მიყვარხართ “, - წერს თევდორე გოგოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „გამისკდება გული... შოკში ვარ, ყველაფერი მიკანკალებს" - ქალის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ 100 000 ლარი მოიგო

🔵„ღალატისთვის ყოფილ პრეზიდენტს პასუხი საგები აქვს ცოლის და არა ამომრჩეველთა წინაშე... იმსახურებს ცოლისგან პრობლემებს და განქორწინების მოთხოვნას“ - ესმა გუმბერიძე

🔵„მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ! მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე, რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი“ - თეკლა ზუროშვილი

🔵„მამიკო სად ჰყავს?“ - ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ კაცს დაშორდა?

🔵VIDEO: გია ჯაჯანიძემ მანანა თოდაძეს ხელი სთხოვა?