გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ მორიგი სტუმრები ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და მომღერალი მანანა თოდაძე იქნებიან. როგორც ანონსიდან ირკვევა, „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“- ის წამყვანმა მომღერალს ხელი სთხოვა. არის თუ არა აღნიშნული ფაქტი სინამდვილე, ამას მაყურებელი დღეს გადაცემის გასვლის შემდეგ გაიგებს.
„მე მაქვს ერთი პატარა საიდუმლო....
გამომყვებოდი ცოლად?“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.
„დამიწყო ფლირტაობა...“, - იხსენებს მანანა თოდაძე.
ცნობისთვის, გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს, საღამოს 22:00 სთ-ზე გავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს
🔵ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?