Digest Logo

„მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ! მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე, რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი“ - თეკლა ზუროშვილი

1641219494
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. თავდაპირველად მან ქართველებს მისი ახალი რჩეული ქალი, ლიზა იასკო გააცნო, მოგვიანებით კი აღიარა, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ურთიერთობა ჰქონდა და ახლა საერთო შვილიც ჰყავთ.

გაბრაზებულთაგან ერთ-ერთია სოციალური ქსელის მომხმარებელი თეკლა ზუროშვილი, რომელიც წერს, რომ სააკაშვილს, როგორც ლიდერს, აღარასოდეს აღიარებს.

„ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ფეისბუკში ჩემს მეგობარ ქალებს.

წარმოიდგინეთ, ქმარს ერთგულად ემსახურებით წლებია, პატიოსნად ჩუმად, უპრეტენზიო, თავაუწევლად?

ითმენთ მის სიგიჟეს გაუწონასწორებელ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ აშლილობას, ორი შვილი გაუჩინეთ და გაუზარდეთ.
ერთ მშვენიერ დღეს კი იგებთ მეუღლის ფეისბუკ შეტყობინებით და სურათებით და ვიდეოებით, რომ თქვენს მეუღლეს სხვა ქალთან ოჯახი აქვს, ხოლო მეორე მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეუღლეს ახლა სულ სხვა ქალთანაც შვილიც ჰყოლია.

მაინტერესებს, წესიერი პატიოსანი ქალის რეაქცია როგორ აღფრთოვანდება ასეთი მეუღლით???

ოჯახური ღალატი არ თეთრდება მეგობრებო, ღალატი ღალატია! ეს არის ნორმა, დაუწერელი კანონი! ერთგულება საყვარელი ადამიანისა და შენი შვილების დედის მიმართ ელემენტარულად ადამიანობის გამომხატველობაა, მეტი არაფერი.

რაც შეეხება ,,სხვისი პირადი, შენი გასარჩევი არაას“ - მაშინ, როდესაც ხარ საჯარო მოხელე და გქვია ლიდერი, შენი საქციელი უნდა იყოს ზნეობის მიმცემი მაგალითი და სარკე შენი ამომრჩევლისთვის.

ასე, რომ ნებისმიერი ურთიერთობის და მით უმეტეს ოჯახის მოღალატე, საკუთარი შვილების მოღალატე ქართულ ენაზე მოღალატეა, ამას ჰქვია აღვირახსნილობა და მე მოღალატის გვერდით, საკუთარი გაჩენილი შვილიც რომ იყოს რას დროს დავდგები!

მე მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ!

მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე, რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი.

ძალიან შემეშალა და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს.

სულ ეს არის და ეს მინდოდა მეთქვა!!

ამ ბედობის დღეს მხოლოდ ერთგულება დაგვბედებოდეს!

უფალმა გვაშოროს აღვირახსნილობით გამოწვეული ტრაგედიები და ღალატი ყველანაირ ურთიერთობებში საყვარელი ადამიანებისა!!

გმადლობთ ყურადღებისათვის!“, - წერს თეკლა ზუროშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მამიკო სად ჰყავს?“ - ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ კაცს დაშორდა?

🔵VIDEO: გია ჯაჯანიძემ მანანა თოდაძეს ხელი სთხოვა?

🔵არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს

🔵ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

🔵ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?

🔵ქუთაისში დედამ ჩვილი სამშობიარო სახლში დატოვა - მოგვიანებით საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო