საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე წერს. ამბობს, რომ სახელმწიფომ ან ადამიანების სიცოცხლე უნდა აირჩიოს, ან ეკონომიკის გადარჩენა.
„საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ბოლო 3 დღის საშუალო მონაცემებით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5 392-ს, ხოლო დღიური ოფიციალური გარდაცვალების მაჩვენებელი 50-ს შეადგენს. რეალური მაჩვენებელი კი… ყველა ციფრი x2 50x2=100
ქვეყანა ჩაკეტვას ვერ გაუძლებს …. მაგრამ რას ვერ გაუძლებს ?! რა უნდა გადავარჩინოთ ? ეკონომიკა თუ სიცოცხლე? მე ყოველთვის გეტყვით სიმართლეს…. ისე სიმართლე მწარეა", - წერს გიორგი ფხაკაძე.ამავე თემაზე👇
„იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს „კაკულიად” - ფხაკაძის მიმართვა
„ანტივაქსერების სექტა თქვენით შოულობს ფულს“ - ვის მიმართავს ფხაკაძე
„დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" - გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე