Digest Logo

„იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს „კაკულიად” - ფხაკაძის მიმართვა

1628853029
 გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში იქნება სექტემბრის დასაწყისში, რასაც უმძიმესი შედეგები ექნება.

„ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფაიზერის და მოდერნას მესამე ანუ ბუსტერული დოზა უკვე დაშვებულია.

„ბუსტერი“ არის დაშვებული მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ხალხისთვის (ორგანოგადანერგილები, ჰორმონალურ თერაპიაზე და, ზოგადად, იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფები...) სხვა სრულად ვაქცინირებულ (ფაიზერით ან მოდერნათი) პირებს მესამე დოზა არ ეხებათ! ისრაელში 60 წელს გადაცილებულებისთვის არის დაშვებული ბაჰრეინში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის ფაიზერის ბუსტერი ასევე დაშვებულია... საქართველოში, ფხაკაძის ლანძღვა არის დაშვებული.

იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე, და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს „კაკულიად” და, არ დაიღალეთ, „ფხაკაძემ ხომ თქვა", „ფხაკაძე კაკულია არის", მე დავიღალე. ვცდილობ, მოგაწოდოთ ყველაზე ახალი აკადემიური/მეცნიერული ამბები მსოფლიოდან და, იმის მაგივრად, რომ, უბრალოდ, მომისმინოთ, ვიღებ აგრესიას, ნეგატივს და უაზრო კომენტარებს. კიდევ ერთხელ, ბუსტერი უნდა იქნეს დაშვებული ქვეყანაში ჯერ 60 წელს გადაცილებულებისთვის და მერე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით. საქართველოში მე-4 ტალღა იქნება მე-3-ზე უფრო ძლიერი (არა ერთხელ გაფრთხილებდით) . მე-4 ტალღის პიკი იქნება სექტემბრის დასაწყისში და იქნება უმძიმესი. გავუფრთხილდეთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს!", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„თქვენ გგონიათ 20,17… და ასე, დაუსრულებლად, 6000-მდე, ფერმაში დაკლული ქათმების რაოდენობაა?! ისინი ჩვენ გვერდით, უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის კარს მიღმა იხოცებიან“

„ღალატს არ აქვს გასამართლებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია“ - „ჩცდს“ ფინალური სერიის განხილვამ სოცქსელი სრულად მოიცვა

აცრილი და აუცრელი მოსახლეობის საყურადღებოდ! - გიორგი ღოღობერიძის მიმართვა