Digest Logo

„მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც მშობიარობის დღეს კიბო დაუდგინდა

1627468036
ბავშვი და დედა

ნინი ტაბატაძეს ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება და დიდი განსაცდელი ერთდროულად დაატყდა თავს. „დაიჯესტი" გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ისტორიას.

„ ამ დღეს, როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე, პალატაში შემოდის ექიმი და მეუბნება: ,,მოვიდა ბიოფსიის პასუხი, თქვენ გაქვთ ბოლო სტადიის სიმსივნე, არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ მაინც ვცადოთ. მთელი სხეული გამეყინა, არ ვიცი, როგორ შევძელი გაღიმება და მე მას ვუპასუხე: ,,არაუშავს”. და მართლაც, იმ დღის მერე არც ერთ საავადმყოფოში გატარებულ ღამეს! არც ერთ ქიმიის წვეთს! არც ერთ ჩამოვარდნილ თმის ღერს!
არც ტკივილს! არც წამალს! და საერთოდ არაფერს ,,ა რ ა უ შ ა ვ ს”, იმიტომ, რომ მე ვარ დედა! და ჩემს შვილს ვერავინ და ვერაფერი დამაშორებს! მერწმუნეთ, მე მახსოვს ყველა თქვენი სანუგეშო სიტყვა. უმეტესად იწყებოდა ასე: ,,ყველაფერი მალე დამთავრდება და შენ დაივიწყებ ცხოვრების ამ მონაკვეთს”, რაზედაც მე ჯიუტად გპასუხობდით ..არა”-ს!
არა, არა და არა! არ მინდა ამ ყველაფრის დავიწყება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ მინდა, დავივიწყო თქვენი გვერდში დგომა. არ მინდა, დავივიწყო, რა გამოვიარე. მე რომ ეს ყველაფერი დავივიწყო, ვერ გავხდები კარგი. უამრავ ადამიანთან ერთად მინდა, ხმამაღლა გითხრათ: კიბო არის დიაგნოზი და არა განაჩენი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მე გავიმარჯვე სიკვდილთან. მადლობა უფალს და მადლობა ჩემს შვილს (ის ხომ იმიტომ ჩაისახა ჩემში, რომ მე ამ დაავადების შესახებ გამეგო. მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე)! მადლობა თქვენ, მიყვარხართ, კეთილო ადამიანებო! პ.ს. ის ექიმი, ვინც ეს მითხრა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ხოლო მე დღეს მოვრჩი თერაპიას! და ,,მე ვარ ჯანმრთელი”.

ასევე დაგაინტერესებთ👇

იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენება ძუძუს კიბოს - რა აჩვენა კვლევებმა

„დიაგნოზი იყო სათესლე ჯირკვლის ემბრიონალური კიბო, მეორე სტადია, ავთვისებიანი“ – გიორგი მახარაძე მძიმე დღეებზე

„კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ...“ - ამერიკელი ფსიქოლოგის დასკვნა კიბოს მკურნალობაზე