Digest Logo

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

1608642273
მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

2020 წლის ივნისის დასაწყისში, 24 წლის მეკო ჩიტიშვილს ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია უცხოეთში უნდა ჩატარებულიყო, საწყისი მკურნალობა კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი ჯდებოდა.

სტუდენტებმა მეგობრის გადასარჩენად კამპანია წამოიწყეს, შექმნეს ფეისბუქჯგუფი მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად, გავიდნენ ქუჩაში და თანაგრძნობის გამოხატვა და მეგობრის გადარჩენა გვთხოვეს.

მეკოს დასახმარებლად მისი მეგობრების გარშემო ათობით ათასი უცნობი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც, ასევე, დაიწყეს საქველმოქმედო კამპანიები. რამდენიმე თვეში სამკურნალო თანხა შეგროვდა და აგვისტოს ბოლოს მეკო დედასთან ერთად სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრა.

დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ მეკომ შეძლო და სიმსივნე დაამარცხა. ეს ამბავი ერთ-ერთმა მეგობარმა და კამპანიის ავტორმა, სალომე თაბაგარმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

„მეგობრებო, მოემზადეთ, სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს. ჰისტოლოგიის პასუხი მოვიდა, სიმსივნური ქსოვილები საერთოდ აღარ არის. ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა ლაბორატორიულად დადასტურდა. მეკო შეუერთდა იმ ადამიანების სიას, ვინც სიმსივნე დაამარცხა“- წერს სალომე თაბაგარი.