Digest Logo

მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ — წინ იარეთ, ჩემო კარგებო! - კაკულია

1614068806
ირაკლი კობახიძე, ნიკა მელია და ლელეა კაკულია

საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით დააკავა.

პარალელურად სოციალურ ქსელში 2016 წელს ჩაწერილი ვიდეო ქვეყნდება, რომელშიც ლელა კაკულია ამბობს:

• მელიაც და კობახიძეც ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ და თავის საქმეს გააკეთებენ — წინ იარეთ, ჩემო კარგებო!

• მე ირაკლი კობახიძეზე ვიწინასწარმეტყველე მანამდე, რომ ძლიერი ახალგაზრდაა. ასევე მომწონს ნიკა მელია — ძალიან კარგი მომავალი აქვს. შემდგომში მე მას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას. ის შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში და მისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება...

• ახალგაზრდები არიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ — აქეთ კობახიძე და იქით მელია. ორივე საქართველოს შვილია და თავის საქმეს გააკეთებენ;

• არც ირაკლი ალასანიაა ჩამქრალი პოლიტიკური ვარსკვლავი — ის კვლავ ამობრწყინდება, დაიმახსოვრეთ;

• ყველაფერი შეიცვლება — პარლამენტიც, მინისტრთა კაბინეტიც, მთავრობაც — ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ;

• მე არავის მხარე არ ვარ – მე ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეზე და პირნათლად ვასრულებ ჩემს მისიას!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბინა რუსეთში, საბანკო ანგარიშები და მიწის ნაკვეთები - რა ქონებით წავიდა გიორგი გახარია

ყველას გასაგონად ვწერ - სოსო გოგაშვილის სპეციალური მიმართვა ერს და ბერს

ბაგრატიონთა სისხლი, უკურნებელი სენი, წართმეული ცოლი და ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში - ბუბა კიკაბიძის სკანდალები