Digest Logo

ბაგრატიონთა სისხლი, უკურნებელი სენი, წართმეული ცოლი და ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში - ბუბა კიკაბიძის სკანდალები

1618227720
ბუბა კიკაბიძე

მას თბილისის უბნებში ბევრი ძმა ჰყვას... ხშირად ეხვევა სკანდალში და მისი ცხოვრებითაც ბევრია დაინტერესებული... - ეს ბუბა კიკაბიძეა.

მსახიობმა და მომღერალმა საინტერესო და ტრაგიკული ცხოვრება გამოაირა. იყო გაჭირვება, იყო სკანდალები, იყო სიყვარული და „წართმეული“ ცოლი.

ცხოვრებისეულ მოგონებებზე ბუბა ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

გაჭირვება

„სულ გვშიოდა, ჩემს ეზოში 80%-ს მამა არ ჰყავდა, ჯარში იყვნენ წასულები და გაჭირვება სუფევდა.

ყველა ქუჩაში ვიზრდებოდით. მაგრამ იმდროინდელი ქუჩა სხვანაირი იყო, აქ ხალხი ერთმანეთს ნახულობდა, ჭორები ვრცელდებოდა და იყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.

8 კვადრატი იყო ჩემი სახლი, დიდ გაჭირვებაში გავიზარდე. დედა საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, ეკლესიაში მღეროდა.

მამა თავად წავიდა ომში, 3 წლის ვიყავი, რომ დამტოვა, იმის მერე აღარ მინახავს.

სკოლიდან 2 წლით გამრიცხეს. მე-3, მე-6 და მე-8 კლასში ჩავრჩი. 3 სკოლა გამოვიცვალე და 14 წელი ვისწავლე. ხუთიანი მარტო რუსულში მქონდა.

მამაჩემის ძმამ ვაი-ვაგლახით მომაწყო „ტექნიკურში“, სადაც ხატვასა და ძერწვას ასწავლიდნენ“,- იხსენებდა ბუბა კიკაბიძე.

დეიდა რაია

დეიდა რაია, რუსი გენერლის ცოლი იყო, ძალიან გაჭირვებული. აქ მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ქმარი დაუხვრიტეს. მან მიმაჩვია წიგნების კითხვას, სულ კითხულობდა და პირველი წიგნიც მისი რჩევით წავიკითხე.

კიდევ მახსოვს, დეიდა ვარია, ის ტორტებს აცხობდა, რაც იმდროისთვის ფუფუნება იყო. ვარია დილით მეძახდა და კრემიან ჯამს მაწვდიდა, საიდანაც კრემის ნარჩენებს სხვა ბავშვებთან ერთად ვჭამდი და ჯამს ვასუფთავდებდი.

ნიჭი

დედას (ბაგრატიონთა შტოდან) სიმღერის ნიჭი ჰქონდა.

ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრი უკვე განთქმული იყო, სადაც ბუბას დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონიც მღეროდა.

მართალია, ბუბა კულისებში გაიზარდა და სიმღერა მისთვის უცხო ხილი არ იყო, მაგრამ მომღერლობაზე სერიოზულად არასდროს უფიქრია, ყველაზე მეტად ხატვა იზიდავდა. იმ დღიდან კი, როცა მეგობარმა სამედიცინო ინსტიტუტში წაიყვანა, ქუჩაში აღარავის უნახავს.

პირველად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იმღერა, სადაც შემთხვევით მოხვდა ბიძაშვილის, უმცროსი ჯანო ბაგრატიონის ნაცვლად:

მაშინ ჯანო მოსკოვში სტუდენტურ ფესტივალზე ავად გახდა და ბუბას სთხოვა, ჩემ მაგივრად შენ წადიო.

მოსკოვში წასვლა მეგობრისგან ნათხოვარი პიჯაკითა და შარვლით მოუწია და მას მერე ესტრადაზე ფიქრი არ შეუწყვეტია.

უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაბარებაც შემთხვევითი იყო. მერე ფილარმონიის ორკესტრ „რეროში” ძია ჯანომ მიიყვანა, მაგრამ, ხრინწიანი ხმა დაუწუნეს.

ფილარომინიის საბჭოდან, სადაც ბუბას ხმა დაუწუნეს, სულ ცოტა ხანში, ერთ-ერთმა დაურეკა და სთხოვა, მის ჯგუფს რუსეთში წაჰყოლოდა იმ პირობით, თუ სხვა გვარით გამოვიდოდა და ამას დირექცია არ გაიგებდა.

მაშინ დედამ ურჩია, ბაგრატიონების გვარით გამოსულიყო.

ბუბას პირველი გასტროლიც შედგა, აფიშებზე კი „ვახტანგ კიკაბიძის” ნაცვლად, „ვახტანგ ბაგრატიონი” ეწერა. იქიდან დაბრუნებული, ინსტიტუტიდან უკვე გარიცხული იყო.

მალე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსაბლ „დიელოში” გადავიდა და მაშინ მოიარა უცხოეთის ბევრი ქვეყანა მასთან ერთად, როცა ეს ძალიან რთული იყო.

ორნელა მუტის ყურადღება

გამოვარდა და ჩამეხუტა, არ ვიცი რატომ. ფესტივალი გავხსენი, ორი სიმღერა ვიმღერე.

ორნელას ეტყობა, მოეწონა ჩემი სიმღერა, გაიგო, ვინც ვიყავი, მეც თბილისში დავპატიჟე.

საქართველოზე ბევრი რამ მსმენია და სიამოვნებით ჩამოვალო, მითხრა. ისიც იცოდა, რომ თავის დროზე საქართველოს ძალიან კარგი კინემატოგრაფი ჰქონდა და მეც როგორც მსახიობს, ისე მიცნობდა.

არ ელოდა, თან რომ ვმღეროდი. მანამდე ჯინა ლოლობრიჯიდას შევხვედრივარ, ორნელას – არა.

ჯინა ლოლობრიჯიდას მოსკოვში შევხვდი, სურათებიც გადავიღეთ ერთად, ვახშამზეც ვიყავით. ეს ჩვენთვის არიან უცხოელები განსაკუთრებული, თორემ ისე რა?

იმათთვის ჩვენც უცხოელები ვართ, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენ ცუდად ვცხოვრობდით, ისინი – კარგად, თორემ ჩვენი საქმე ერთნაირად გვიყვარდა.

საზიარო სიყვარული

– ჩემი კნეინაო, ამბობთ, მაგრამ მაშინ სხვის კნეინად ითვლებოდა.

– ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

– მაგრამ გიფიქრიათ, გურამ საღარაძეს რა ტკივილი მიადგებოდა ამით?

– არა მგონია, რადგან უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

50 წელია, ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.

ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ.

მეუღლე

კენედის ბრალია, ცოლი რომ მოვიყვანე. მაშინ გასტროლზე ვიყავით უნგრეთში. შუაღამისას ვისხედით, ვსვამდით, უცებ კივილ-წივილი ატყდა.

მანქანები ჩერდება, ხალხი გარბის. თურმე, კენედი მოკლეს. ირა შეშინებული და ატირებული ჩამეხუტა.

მას შემდეგ აღარ გამიშვია. საერთოდ არ მიყვარს მორბენალი მამაკაცები. ხანდახან ხდება, ისე რომ ვიღაც სხვა უყვარდება ქალს ან კაცს და უნდა წავიდეს სახლიდან. ეგ უბედურებაცაა და ბედნიერებაც, მაგრამ თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე.

შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება. ეს მთელი ფილოსოფიაა. სწორად სიარული ბევრს უჭირს.

ალბათ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ სულ ვცდილობდი, ასე არ მომხდარიყო. ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვს.

ჯერ გიყვარს სამშობლო, მერე მეგობრები და ბოლოს ოჯახი, როცა პირიქით უნდა იყოსო.

დედაჩემმა ასე გამზარდა, ის ცოცხალი აღარაა და საყვედურს ვეღარ მიიღებს. ალბათ, ასეც უნდა იყოს, კაცი თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს, „მიმინოც“ ხომ ამაზეა.

კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან

ვისაც რა უნდა დამაბრალოს, თავ-პირი უმტვრევიათ. უსინდისოდ რომ დამიბეჭდეს ფოტო, ქურდებთან მეგობრობსო, იმ ხალხის ნახევარი მკვდარია.

მკვდარიც რომ არ იყოს, რა? ამით ქულების დაწერა არ შეიძლება, კაცს გული უნდა გაუსკდეს? პოპულარულ ადამიანს პარლამენტში მოხვედრა რომ უნდოდეს, არ გაუჭირდება. ხალხს თუ უყვარს, აირჩევენ. მე სულ იმას ვამბობ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

მე ხომ ხიდების მშენებლობის უფროსად არ დავინიშნე, მე რა ხიდი უნდა ავაშენო? ისევ აქ ვარ და ისევ ისე, როგორც ვიყავი. მსახიობის ცხოვრება ასეა, მსახიობების 90 პროცენტი არაფერს თხოულობს, მაგრამ ბევრ გულისტკივილს იღებს. ერთ რამეს ვერ მივხვდით, რომ ერთმანეთის ჭამით, ჩვენს სამშობლოს დავღუპავთ. მე არც პოზიცია მაინტერესებს, არც ოპოზიცია.

ეს ქვეყანა ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ ის ვიცი, რომ ერთმანეთს ხელი თუ არ ჩავკიდეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა აქ 10 წლის წინ.

ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობ გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერები პარლამენტიდან სწორედ ბუბა კიკაბიძემ გაიწვია.

ნათელა მაჭავარიანი:

„ბუბა კიკაბიძე საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან. ძალიან გთხოვთ. მე მაგას საერთოდ არ ვთვლი ადამიანად. იმის მერე რაც გააკეთა, სულ იძახდა „ქალაქელი კაცია, ქალაქელი კაცია“.

არც მინდა მაგაზე საუბარი, ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, არც მომღერალს და არაფერს. უსინდისობის უსინდისობაა მისი სიაში ჩასმა იმის მხრიდანაც ვინც პირველ ნომრად ასახელებს და თავადაც არ აქვს თავმოყვარეობაც.

მას შემდეგ ერთხელ მაინც არ შეგხვედრიათ?

ერთხელ შემხვდა დიდი ხნის წინ. მე უბრალოდ ვუთხარი „მაგარი კაცი ხარ-მეთქი“, მეტი არაფერი მითქვამს, თვითონ არაფერი არ მითხრა. ვერც ვერაფერს მიპასუხებდა.

ვინანე, არ უნდა გამეხმოვანებინა მაგის არაკაცობა, შვილები და შვილიშვილები ჰყავს. ყველაფერი არქივში მაქვს ჩაბარებული და როცა აღარ ვიქნები, გაიხსნება ის არქივი და გაიგებს ხალხი ვინ ვინ არის.

ვინც ეგ პირველ ნომრად წამოაყენა, მაგ პარტიას მე საერთოდ არ ვცემ პატივს, არაფერი მიკვირს მათგან.

ბუბა და პოლიტიკა

2021 წლის პროპორციული არჩევნებში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ბუბა კი­კა­ბი­ძე გახლდათ.

უკურნებელი სენი

ბუბა კიკაბიძე რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა „Мужское/Женское“-ს მთავარი გმირი აღმოჩნდა. გადაცემის ჟურნალისტი იულია ბარანოვსკაია სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა თბილისში და ხელოვანთან სხვადასხვა თემაზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

სწორედ ამ გადაცემაში აღიარა ბუბა კიკაბიძემ, რომ უკურნებელი სენით არის ავად და სიცოცხლის ბოლომდე მისით ტანჯვა მოუწევს.

„ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყველაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ.

ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის მაგივრად მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება.

ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი არ იწმინდება. ამით არ უნდა დავაავადებულიყავი. არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი, ალბათ, რაიმე ცოდვა მაქვს.

ამდენი ავადმყოფობაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?!“ - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

(მასალა მომზადებულია 2021 წლის 12 აპრილს)

აგრეთვე წაიკითხეთ:

16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის ბებიის 52 წლის საყვარელი 12 წლით დააპატიმრეს

რომანი თენგიზ არჩვაძესთან, კონფლქტი თეატრის ხელმძღვანელობასთან და 9-ჯერ მოგებული სასამართლო პროცესი - ასმათ ტყაბლაძის უცნობი ამბები

პატიმრებმა მატროსოვის ციხეში ახალგაზრდა გოგო მოკლეს