თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში საკუთარ კილოგრამებზე საუბრობს და ამით გოგოებს მიმართავს. ამბობს, რომ ადამიანებმა საკუთარი თავები ისეთი უნდა შეიყვარონ, როგორებიც არიან.
„საიდან იწყება ჰარმონიული ცხოვრება? ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც საკუთარ თავს შეხედავ და მიხვდები, რომ ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ერთადერთი და განუმეორებელი .... მერე რა, რომ ვიღაცისთვის მე იდეალური არ ვარ, მერე რა , რომ მე ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები (ესეც ვიღაცისთვის) ჩემი სხეულის მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მან მე ამ დრომდე გამიკეთა და, რაც მთავარია, მაჩუქა ულამაზესი შვილი. მოკლედ, გოგოებო, მოიშორეთ ზედმეტი დარდი, არავინ არ არის იდეალური, ყველა ინდივიდუალურია და უბრალოდ ისიამოვნეთ და იამაყეთ საკუთარი თავით“, - წერს თიკა ჯამბურია.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
„სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი" - რას ამბობს პეტრე კოლხი
„პირველი კურსი წარმატებით დავხურე" - სად სწავლობს სანდრა რულოვსი
„გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, მორჩა ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო“ - ნათია ფანჯიკიძე