Digest Logo

„სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი" - რას ამბობს პეტრე კოლხი

1627021965
პეტრე კოლზი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ამბობს, რომ ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ და მათი ცხოვრება არ უნდა გაკონტროლდეს.

„თავისუფალი ქმედების გარეშე ვერავინ მიხვდება, ვის რა სისუსტე ან სიძლიერე აქვს… სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი. ყველა ერთხელ იბადება და თავად უნდა გამოსცადოს რა არის სირთულე და სიმარტივე. ერთმანეთის საზღვრების უხეში დარღვევით იწყება ყველაზე დიდი რყევები. შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, არც იმ ვიღაცას მოსწონხარ, მაგრამ ორივეს გაქვთ სუნთქვის უფლება. ტრაგედია არ არის შეცდომის დაშვება, ტრაგედია ის არის, რომ თავი უშეცდომო გგონია", – წერს პეტრე კოლხი.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

როდის ტირის, რა აღიზიანებს და რას გააკეთებდა, ღმერთი რომ იყოს - პეტრე კოლხის ბლიც - ინტერვიუ

„სხვისი საჯდომის ნაცვლად, საქართველოს საზღვრები რომ დაგვეცვა...“ - რას წერს პეტრე კოლხი?

„კაცმა უნდა იძალადოს, უნდა იჩხუბოს, იყვიროს, აბა რისი კაცია“- რას წერს პეტრე კოლხი