Digest Logo

🎥 VIDEO: „საქართველოში კორონავირუსი ვერ და არ გავრცელდება“ - რას ამბობდა ლელა კაკულია კორონავირუსზე, ვიდრე საქართველოში გავრცელდებოდა

1630401945
ლელა კაკულია

ლელა კაკულია, რომელიც პერიოდულად თავის წინასწარმეტყველებს აქვეყნებს, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებამდე ამბობდა, რომ ეს ინფექცია ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დააკლებს და ის მომაკვდინებელი არ იქნება.

„საქართველოში კორონავირუსი ვერ და არ გავრცელდება. ეს ვირუსი ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. ის არ არის საშიში. ამის გარდა მსოფლიოში კიდევ ბევრი ინფექცია იქნება, მაგრამ როგორც კოვიდიდან, სხვა შემთხვევაშიც გამოძვრება საქართველო. ერთადერთი მომაკვდინებელი ვირუსი რაც არის, ეს შიშია. ადამიანები გარდაიცვლებიან ინსულტით, ინფარქტით და აღმოჩნდება, რომ კოვიდი არაფერ შუაშია“, - განაცხადა ლელა კაკულიამ.

ცნობისთვის, 2021 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში სულ 549811 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან გარდაიცვალა 7408 მოქალაქე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

🔵„ხალხი გაბრაზებული აღარაა. ხალხი მიჩვეულია - სისტემაზე ადრე ჩვენ დავინგრევით“ - მაკო გომური

🔵უნდა ავიცრათ თუ არა და რა საშიშროებაა აცრის დროს? - ზურა სიხარულიძე