მსახიობი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და სტატუსს აქვეყნებს.
„თამარ ჟვანია გამოდი და თქვი, გადავდექი!! ხომ იცი, ყველას გული მოუბრუნდება. მიდი, ქალი არა ხარ? გაბედე ნუ გეშინია, ხომ ვიცი რომ გინდა ...მიდი, გეხვეწები. გელოდები..“- წერს ბაია დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ნოემბერს ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს, ისინი თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდნენ, აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს.
თამარ ჟვანია კი, ამ დრომდე რჩება თანამდებობაზე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რა შემთხვევაში გადადგება თანამდებობიდან თამარ ჟვანია?
ძალიან პატარები არიან... - ჟორჟოლიანი სპეცრაზმელის ფოტოს აქვეყნებს
თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით, 2 კვირაში კლინიკებში ადგილი აღარ დარჩება! - ექიმი გვაფრთხილებს