Digest Logo

„მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე

1626961602
გვარამია და წულუკიანი

„მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია თეა წულუკიანს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. წერს, რომ კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ფოტოც მაშინ გადაიღო.

„გიჟი ქალაქს მიდიოდა,
რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა...
რა და ჩვენი მიკროფონი.
ps სერიოზული კომენტარი როგორ უნდა მიძღვნა ამ დარტყმულს. სერიოზულად იმასაც კი ვერ დავწერ, რომ მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა და მედიის საქმიანობაში ხელშეშლა. ღმერთო დაიცავი საქართველო",- წერს ნიკა გვარამია.


გარდა ნიკა გვარამიასი, თეა წულუკიანის პოსტს სოციალურ ქსელში „ფორმულას" ჟურნალისტი, ვახო სანაიაც გამოეხმაურა.

„უმძიმესი მდგომარეობაა",- წერს ვახო.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„ამიერიდან ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - რას წერს თეა წულუკიანი

VIDEO: გიორგი მახარაძემ და მარიამ ნადირაძემ შვილი მონათლეს

მუხრანში 90 წლის მამამთილმა რძალს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა