Digest Logo

მიუხედავად მილიონობით გრანტისა, ტესტებით ვერ უზრუნველგვყოფენ - „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ინფიცირებულია

1605081044
ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში 2020

ჟურნალისტი და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ეკა გაგუას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ჟურნალისტი წერს, ეკას დედა და შვილი რისკ-ჯგუფში არიან. მიუხედავად ამისა, მათ ტესტს 20 ნოემბრამდე ვერ უკეთებენ.

„ჩვენს კოლეგასა და მეგობარს, ეკა გაგუას აღმოაჩნდა კოვიდი. რისკ-ჯგუფში არიან დედა და შვილი. დღეს, 11 ნოემბერს დარეკა ცხელ ხაზზე და ითხოვა ოჯახის წევრებისთვის ტესტების გაკეთება. პასუხად მიიღო მათ ჩაწერენ 20 ნოემბერს.

სინამდვილეში, კოვიდირებული საქართველოს რეალობა არის ეს. მიუხედავად გამოყოფილი მილიონობით გრანტისა, სასუნთქი აპარატებით კი არა, ტესტებით ვერ უზრუნველყოფენ ადამიანებს“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მაია ასათიანი წიგნს წერს

30 წელია ვერ აგიშალეთ ნერვები ამაზე და რამ გადაგრიათ ყარაბაღში რუსი ჯარის ჩაყენებაზე? - დათო ლიკლიკაძე