„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გერმანიაში მომხდარი ისტორიის შესახებ წერს.
მისი თქმით, გერმანიაში ქუჩაში ერთ გასვლაზე მინიმუმ 100 ქართველს მაინც შეხვდები.
„გუშინ მივდიოდი ჩემთვის მივღიღინებდი ბერლინის ქუჩებში.
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რა მამული.
რა ქართველი ხარ ან რა ვაჟკაცი ერთდროულად თუ არ გიყვარს ჟუჟუნა და ნანული ოდელია რანუნი..
თან გულზე საქართველოს 5-ჯვრიანი დროშა ამოქარგული როლინგი მაცვია, ხო და შუქნიშანთან ვდგავარ, ვღიღინებ, მანქანამ ჩამიარა და იქვე გვერდზე გადააყენა...
ჩემი ძმა... მომესმა უცებ და მივიხედე მოვიხედე, დავინახე ყურებამდე გაღიმებული სპორტულებში გამოწყობილი ახალგაზრდა.
გისმენ ჩემო ძმაო..
-იქით მივდივარ თუ მოდიხარ გაგიყვან.
- ოკ
მოკლედ გიო ყიფიანი და მისი 21წლის და ელენე გავიცანი, ელენე სტუნეტია. ისეთი საოცარი გოგოა, სულ იცინის.
1 საათი ვილაპარაკეთ, ვუყურებდი და ვფიქრობდი ეს სიცილი რატომ უნდა ისმოდეს გერმანიაში და რატომ არ უნდა ისმოდეს საქართველოში. განა რამეს ცუდს ვხედავ იმაში, რომ აქ ცხოვრობენ ამ ცივილური და განათლებული ხალხის გვერდით, უბრალოდ ის არ მომწონს, რომ მისი ქვეყანა არ აძლევს ამ ბავშვებს ამ პერპექტივას.
1 საათში რაც შემეძელო ის მოვეფერე, ინსტაგრამზე დამსერჩეს და სიცილ-კისკისით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 5 წუთში 2 ქუთაისელი მამაჩემის ხნის კაცი გამომესაუბრა, 1 წუთიც არ იყო გასული და კიდევ ახალგაზრდა გავიცანი
- „ზდატოვა ბრატ“ საიდან ხარ?
მოკლედ მინიმუმ ერთ გასვლაზე 100 ქართველს შეხვდები, ყველა სასწავლებლად არაა ჩამოსული, ზოგი მუშაობს. (ზოგი ფარცალაზესავით ბოტასებს დაზდევს) რავი ზოგი რას „ჩალიჩობს" ზოგი რას.
ამ ხალხს ინახავს გერმანია, ხოლო ესენი ინახავენ საქართველოში მის ოჯახებს და მოხუც მშობლებს.
„რა გითხრათ რით გაგახაროთ?“ ბევრს დაბრუნება საერთო არ უნდა.
ჩემს დაძახებულზე ეს ხალხი უკან არ წამოვა... მაგრამ ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ იმდენად კარგი გარემო შევქმნათ, იმდენად მშობლიური და იმდენად პერსპექტივის მიმცემი, მომავალი თაობა მაინც არ გამოგვექცა, ასე სამიდღემჩიოდ.
იქნება და დაბრუნდნენ კიდეც და თავის ქვეყანაც, დაამსგავსონ პატარა ვენას, ბერლინს, მილანს, ბარსელონას ან სხვებს... იფფფფ რამდენს ვიღიღინებ მერე სიბერეში....“, - წერს ვატო გელაშვილი.
🔲აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს