ჟურნალისტი ანი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ქმედითიუნარიანი ახალგაზრდა დაკარგა.
„22 წლის ნიკო, რომელსაც გუშინ, დღის შუქზე, 8 ტყვია ესროლეს, დღეს დილით გარდაიცვალა. თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალულია...
ეს საქართველოა და დიახ, მხოლოდ საქართველოში ზეიმობს ეშმაკი! მატულობს კრიმინალი და არ იცი, შემდეგი შენ იქნები თუ არა...
ნიკოზე კი გეტყვით, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ქმედითიუნარიანი ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკში შეძლო და დაიპყრო მწვერვალები!
იყო Forbes-ის 30 -წლამდელთა გამარჯვებული, ქართული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი... ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მასთან ერთად... თანავუგრძნობ მთელ ოჯახს, მეგობრებს - სრულიად საქართველოს! ცუდად ვარ! კიდევ ერთი ტრაგიკული დილა გათენდა, რომელსაც ასევე უმართავი კოვიდსტატისტიკა ემატება", - წერს ანი კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
🔵„ბო*ი გყავს კანდიდატად! ვის ემსახურები, სამარცხვინო! ნუ მთხრით მიკროფონებს“ - დაპირისპირება ქარელში
🔵რა ვიცით ე.წ „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილი გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს