Digest Logo

რა ვიცით ე.წ „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილი ვერაზე ჩაცხრილეს

1631783829
ნიკა კვარაცხელიას მამა

გუშინ, 15 სექტემბერს, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს 22 წლის ნიკო კვარაცხელია. ის გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟია.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

გია კვარაცხელია ე.წ. კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ - პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა „მონათლეს“.

კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც სტამბოლში ცხოვრობს.

ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა „კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ" - გიორგი კეკელიძე 20 წლის გარდაცვლილზე

🔵VIDEO: „ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს!“ - ცოტა რამ 20 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ

🔵„თაგვის წამლით“ მოწამლეს, კუს ტბაში 32-კილოგრამიანი გირით ჩააგდეს და მოკლეს“ - 34 წლის ინჟინრის გაუხმაურებელი ამბავი