ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს.
ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე უკრაინის მხარდასაჭერი მაისურით მივიდა, რომელიც მისმა ახალმა რჩეულმა ლიზა იასკომ აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის რადას დეპუტატ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინის თავისუფლებისთვის! დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მხარდამჭერი მაისურით გამოვიდა. ამ კვირაში, ერთ-ერთი ვიზიტის დროს შევძელი მისთვის ეს მაისური გადამეცა“, - წერს ლიზა იასკო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია“ - ნუგზარ სულაშვილი
🔵ლეგენდარული სარაგბო კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა
🔵„მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება“ - თენგიზ ცერცვაძე