სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად, თავის ტრაგედიას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომელიც ძმის მეგობარმა გააუპატიურა.
„ჩემი ისტორია დევს აქ, მაგრამ ბოლო არ დამიწერია... ამიტომ გთხოვთ, წაიკითხოთ...
ეს ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო... მაშინ 17-ის ვიყავი. ჩემს უბანში გოგოები არ იყვნენ და ამიტომ სულ ჩემს ძმასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი და სულაც არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ გოგო მეგობრები არ მყავდნენ.
ერთ დღეს ჩემმა ძმამ უცხო (19 წლის) ბიჭი მომიყვანა და მითხრა, რომ ეს მისი ახალი მეგობარი იყო და მალე დავმეგობრდებოდით იმიტომ, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო.
მეორე დღეს მეგობრობა გამომიგზავნა და მეც დავიმატე. პირველი, რაც მომწერა ის იყო, რომ შეყვარებული მყავდა თუ არა, ბიჭისთვის ნაკოცნი მქონდა თუ არა და ასეთი რაღაცები.
სულ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა და ამიტომაც, მათთან ერთად აღარ დავდიოდი. როგორც ჩანს, ამან ძალიან გააბრაზა და კატეგორიულად მოითხოვდა ჩემს წამოსვლას.
მავიწროებდა... სულ ჩემთან ახლოს ჯდებოდა, წელზე ხელს მხვევდა თუ ამის საშუალება მიეცემოდა, საჯდომზეც. ხმას არ ვიღებდი, რადგან არ მინდოდა ჩემი ძმა ცუდ მდგომარეობაში ჩამეგდო...
ერთ დღეს, ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად წავიდა ჩხუბზე და მეც მასთან დამტოვა, სამწუხაროდ...
თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა. არ მესიამოვნა და გადავჯექი. ძალიან გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო, არაფერი არ მოგწონს და უგულოდ მექცევიო... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. ხელი ვკარი და უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ ხელი მტაცა პირზე ხელი ამაფარა. საძინებელში შემათრია და საწოლზე დამაგდო, შემდეგ ზევიდან დამაწვა და ყურში მეჩურჩულებოდა - „ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, შენ მაიძულე“.
შემდეგ გაჩერდა და მითხრა „თუ მეტყვი, რომ გიყვარვარ, გაგიშვებ“.
ვუთხარი, ძალიან ძალიან მიყვარხარ -მეთქი. მან მითხრა, „არ მჯერა საყვარელო, ახლა ჩემგან ვეღარაფერი გადაგარჩენს“.
გამაუპატიურა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი ჩემს ძმას არ აცოცხლებდა. შემეშინდა... შემდეგ რეგულარულად მაშანტაჟებდა და მასთან დაწოლას მაიძულებდა. ხმას ვერ ვიღებდი...
ერთ დღეს, ჩემი ძმა შემოვიდა და დაინახა როგორ მკოცნიდა. მე, რა თქმა უნდა, ვტიროდი კოცნის დროს. იმ უსინდისომ უთხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და იმიტომ ვტიროდი, რომ მეშინოდა, ჩემს ძმას არ გაეგო...
ღმერთო, მან თქვა, რომ არაუშავს და ეს არ დაგვემალა, წინააღმდეგი არ იყო...
უკვე ყოველთვის შეეძლო ძალადობა... ჩემს ძმასთან მხოლოდ მკოცნიდა, მაგრამ მაშინაც გული მერეოდა... იმ დამპალს მართლა ვუყვარდი (იმიტომ გამაუპატიურა, რომ მე არ მიყვარდა) ჩემთან სახლში მოვიდა და მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა.
უარი რომ მეთქვა, ძმა მომკლავდა... დავთანხმდი საცოდავად... 6 თვეში ქორწილი მაქვს... არ მინდა გათხოვება, სიკვდილი მინდა...“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ აჩუქა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური, რომელიც სასამართლოზე ეცვა
🔵„ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია“ - ნუგზარ სულაშვილი
🔵ლეგენდარული სარაგბო კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა