
ჯგუფი „მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში დედამთილის შესახებ წერს. გარდა ამისა, მან მუსიკოსთან ჩხუბის ერთ-ერთი მომენტი გაიხსენა.
„ჩემო ციცი, შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის დედამთილი. პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი.
არასდროს დამავიწყდება, როცა მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი ჩხუბის დროს ჩემოდანი ჩავალაგე და კიევში წასასვლელად მოვემზადე, შენ მითხარი: „შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ, შენს სახლში რჩები, ის კი წავიდეს სადაც უნდა...“.
ყველას ვუსურვებ ისეთ დედამთილს, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის“, - წერს მარინა კარპი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღე აქვს - ნახეთ, როგორ მიულოცა ცოლმა მას იუბილე
🔵რა გახდა ერმალო მაღრაძის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის კომენტარი