Digest Logo

„ჩემი თანამგზავრები გაოცებულები იყურებოდნენ მანქანის ფანჯრებიდან. ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. წვიმაში ორი უცნობი ადამიანი ვეხუტებოდით ერთმანეთს...“

1636792807
გიორგი პირველი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან პირველი თავს გადამხდარ ისტორიას იხსენებს. ამბობს, რომ ქალაქ ალტერში შემთხვევით დაინახა კაცი, რომელსაც თავზე სვანური ქუდი ეფარა. მისი თქმით, წარმოშობით რაჭველი კაცი უკვე 20 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

„რომ არ მოვყვე არ შემიძლია, გულში არ მეტევა.

წინა კვირას მანქანით წავედით ბრიუსელიდან ბრიუგეში ,,წმინდა სისხლის" ბაზილიკური ტაძრის სანახავად. შესანიშნავი არქიტექტორული ძეგლია და ამასთან ერთად ეკლესია, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში, როგორც სამლოცველო ფლანდრიის გრაფის კარზე, ინახება რელიქვია - ქრისტეს სისხლი, რომელიც სავარაუდოდ შეაგროვა იოსებ არიმათიელმა და წმინდა მიწიდან ჩამოიტანა ტიერი ელზასელმა, ფლანდრიის გრაფმა. აშენდა 1134 წლიდან 1157 წლამდე, მას მიენიჭა მცირე ბაზილიკის წოდება 1923 წელს.

თავი რომ არ მოგაწყინოთ დიდად აღფრთოვანებულები დავრჩით ნანახით. უკანა გზაზე, რაღაცამ მომიარა და ტრასიდან გადაუხვიეთ. შევიარეთ სასადილოდ ქალაქ ალტერში. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი, ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არემარეს.

უცებ თვალში მომხვდა მაღალი ბრგე მამაკაცი, დაახლოებით სამოცი სამოცდახუთი წლის, რომელიც ფეხით გზას მივუყვებოდი და ოი საოცრებავ! თავზე ეხურა სვანური ქუდი, ოდნავ შელახული. იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ უცებ გადავხტი მანქანიდან, მივვარდი მასთან და ფრანგულად შევეკითხე- „მეგობარო მითხარით საიდან გაქვთ ეს ქუდი?".

მანაც სუფთა ფრანგულით მიპასუხა - „ეს ქუდი ჩემი სამშობლოდან ჩამოვიტანეო“ და რაღაც განცვიფრებული მომაშტერდა. ასევე ფრანგულად ვთხოვე მოსულიყო მანქანის საბარგულთან. გავხსენი მანქანის საბარგული, სადაც დაახლოებით 7-8 ცალი სვანური ქუდი მელაგა.

ამჯერად ქართულად ვუთხარი - „ამოირჩიე რამდენიც გინდა ჩემო ძმაო ქუდები, ხომ ხედავ სხვა და სხვა ფერებია“.

კაცს ხელიდან კინაღამ გაუვარდა ჩანთა სიხარულით. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ასე ვიდექით რამდენიმე წუთი.

ჩემი თანამგზავრები გაოცებულები იყურებოდნენ მანქანის ფანჯრებიდან. ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. წვიმაში ორი უცნობი ადამიანი ვეხუტებოდით ერთმანეთს.

არ მინდა ამ კაცის გვარი და სახელი დავწერო. ის რაჭველია ონის რაიონიდან და 20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს „პურუკებს აცხობს" და ოჯახიც თან ჰყავს წაყვანილი. ცხოვრობს ბედნიერად, მაგრამ უსამშობლოდ.

ბევრი გვეხვეწა მის სახლში მივსულიყავით და დაგვესვენა, მაგრამ დავპირდი, რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი.

ყველა ფერის სვანური ქუდი დავუტოვე, ერთი ბოთლი „ხვანჭკარა" მქონდა და გამეხარდა, რომ მანქანაში აღმომაჩნდა იმ დროს და იმ ადგილზე.

მოვდიოდი გზაზე და სულ ამ კაცზე ვფიქრობდი. ნეტა ის დრო დადგეს, რომ ჩემი ქვეყნიდან არავინ არსად არ გადაიხვეწოს! ვფიქრობდი და ცრემლით მევსებოდა თვალები. ჩემი თანამგზავრები მთელი გზა მაკვირდებოდნენ და მანქანიდან ჩასვლისას მითხრეს, რომ ძალიან სენტიმენტალურები და თბილები ხართ ეს ქართველები და ამაშია თქვენი სიძლიერეო...“, - წერს გიორგი პირველი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

🔵„სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ... ვერ გადაეჩვიეთ ამ სნეულებას და მაინც ილანძღებით“ - ვისზე საუბრობს გიორგი გასვიანი

🔵VIDEO: „ფრჩხილებიც დავიმტვრიე მაგის ცემაში... საფეთქლები აქვს დალურჯებული და ნაკბენიც აქვს“ - რას ჰყვება ქალი, რომელმაც მეუღლეს სცემა

🔵ქართველი ოპერის მომღერალი ლალი ჭილაია გარდაიცვალა

🔵„მიშა, სწორედ შენმა ზონდერებმა, „დუბინკებით“, დილის 5 საათზე პატიმარი ქალები ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს“ – ნანა სულავა

🔵როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში

🔵„12 დეკემბრიდან ეს პროცესი შეუქცევადი გახდება... ვისაც ამ სამყაროში არსებობა უნდა, აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს...“

🔵VIDEO: „ჩემკენ არის ძალიან კარგი სიახლეები“ - ნახეთ, რომელ კლინიკაში იმუშავებს გიორგი ღოღობერიძე