მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის კრიტიკოსებს პასუხობს. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მას მუდმივად ბაბუასთან ყოფნით ავალდებულებენ.
სუხიტაშვილი თავისი საქმიანობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ მისი მისამართით ხშირად უსაფუძვლო ლანძღვა - გინებაა, რომელსაც უბრალოდ არ იმსახურებს.
„პოსტი მათთვის ვინც ვერ გაიგო ... მოკლედ ჩემო ძვირფასებო ატყობთ რომ ძალიან ცოტა ვიდეოს ვდებ სადაც პაპა ჩანს. რადგან რაც არ უნდა დავდო ადამიანები (ხშირად უადგილოდ და უტაქტოდ) მწერენ თუ რატო არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.
ეს ჩემი პირადი გვერდია და არ ვცდილობ მოხუცის ხარჯზე პოპულარობას. არც სატელევიზიო შოუებს ვსტუმრობთ ერთად და არც ძვირფას საჩუქრებს არ ვიღებთ იმიტომ რომ მერე რეკლამები ვაკეთოთ.
ვარ ერთი უბრალო ადამიანი, ბრალიანი ნიჭით და ასე მოხდა რომ მყავს ჩემო მოხუცი #მარტოპაპა რომელიც ასე შემოვიდა ჩემს ყოველდღიურობაში.
მას შემდეგ რაც ბებო გარდაიცვალა მე ავიღე თავზე მისი მოვლა და პატრონობა. ვიდეოებს იმიტომ კი არ ვდებ რომ გაგეპრანჭოთ არამედ იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს გიზიარებთ, ხან საიდან ხან საიდან და მათ შორის სოფლიდანაც.
თუ ვინმე მეტყვით რომ შენ სულ ფეხებზე მკიდიხარ და პაპის გამო გიხურებო ვერ გეტყვით მადლობას. არა და ასეთი ქვეტექსტის შეტყობინებებიც მიმიღია.
თურქეთიდან ლაივის დროს ხალხი მკიცხავდა რატო დავტოვე პაპა. ან თან რატო არ წავიყვანე.
ასევე როგორც კი დავაანონსე 5 იანვარს ჩემი საღამო შტუტგარტში ისევ შემომიტიეს რა ნამუსით ვტოვებ პაპას აქ მარტო.
1. პაპაჩემი მაჯის საათი არაა სულ ჩემთან იყოს.
2. მე ვცდილობ ყველას და ყველაფერს გადავუნაწილო დრო.
3. ეს გვერდი ჩემი როგორც მუსიკოსისაა და ვცდილობ გაგიზიაროთ როგორ ვცხოვრობ.
4. მე არავის არ ვბაძავ და არც ვაკრიტიკებ. ზოგის წარმატების წყარო მისი მოხუცია და ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.
5. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ზრდილობას და ზღვარს ნუ გადავალთ.
ბევრს შესაძლოა არ ესიამოვნოს რაც წაიკითხა, შეუძლია გააუქმოს ამ გვერდის გამოწერა. მაგრამ ვინც დარჩება აქ ის მაინც მეცოდინება რომ იცის, ვინ ვარ და რა ცხოვრების წესი მაქვს“, - წერს სუხიტაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან
🔵„2 წელია, ღრმა დეპრესიით სახლიდან არ გავდივარ“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი