Digest Logo

„ნაძირალების ხროვა! თურმე ბედნიერებას ანიჭებთ სიკვდილიანობის გაზრდილი სტატისტიკა…“ - რას წერს ადამია მედპერსონალზე?

1632721579
დეა ადამია

რეალითი შოუ „ჯეო-ბარი 2007-ს“ გამარჯვებულ დეა ადამიას დედა გარდაეცვალა, ის თითქმის ერთი თვე ებრძოდა კორონავირუსს.

მედეა პერიოდულად წერდა სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ამჯერად პოსტს აქვეყნებს და კოვიდ რეანიმაციის შესახებ წერს.

„ნაძირალების ხროვა! თურმე ბედნიერებას ანიჭებთ სიკვდილიანობის გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში… დასრულდა მკვლელების თარეში ჩემს წმინდა მიწაზე! ჩემს წმინდა სამშობლოში!

ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და - 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში… საცოდავ ხალხს შუქს არ უქრობენ არასდროს… წარმოიდგინეთ სულ სინათლეა და სულ ცივა… ამ დროს კი 100% ხისტი ჰაერი გეხეთქება ნიღბიდან… გიკეთებენ მუდმივად დამაძინებელს… ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი „ზმეიკიანი“…

ანუ სიცივე, 24-საათიანი სინათლე, ნიღაბი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი (ექიმის კვირაში ერთხელ, აბა ისე სად ცცალია შემოსასვლელად ყავა ვინ მიირთვას მერე), ძილი, შიმშილი, წყურვილი, ძილი… ტკივილი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი… ტკივილი… ტკივილი… ექთნის ყვირილი… უძლური ადამიანის ტირილი, ტირილი…. ძილი… ძილი… ძილი… და ამ ყველაფრით გადაღლილზე სხეულიდან გასვლა… შავი პარკი, უდიერად ჩაგდება, ზმეიკა… და სრული უპატრონობა… ეს არის მოკლე აღწერა კოვიდ რეანიმაციის…“ - წერს დეა ადამია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„თეთრ ხალათს ამოფარებულმა ჯალათებმა მიწამეს დედაჩემი! შიში ოხერია და დამბლოკე?“ - დეა ადამია ექთანთან მიმოწერას ასაჯაროებს

🔵ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

🔵„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში კანფეტისთვის გავყევი... ლოგინზე მომიჯდა და ხელით შეხება დამიწყო“

🔵შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის დამწვარი ფოტო რუსთავის სასაფლაოზე იპოვეს