სამეგრელოში 8 წლის ბავშვი მამა-შვილმა გააუპატიურა. როგორც ირკვევა ისინი ბავშვზე 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მეზობლებმა ოჯახს სახლიც კი გადაუწვეს.
მომხდარს პეტრე კოლხი ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„რვა წლის ბავშვი მთელი ცხოვრება, სიბერემდეც რვა წლის ასაკში იქნება გაყინული!...“ - წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
48 წლის მამინაცვალმა 13 წლის გერი ლოტკინის ტყეში გააუპატიურა