საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმით, ნანა გეგეჭკორით აღფრთოვანებულია. სააკაშვილი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ნანა გეგეჭკორს მომავალი საქართველოსთვის დიდი პოტენციალი გააჩნია.
„გუშინ ამერიკაში შევხვდი ნანა გეგეჭკორს და მთელი გულით, დიდი მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ, რამდენიმე ათას ადამიანს დაეხმარა კოვიდთან გამკლავებაში.
დღე და ღამე იჯდა ყურმილთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ორჯერ გადაიტანა ეს დაავადება, მათ შორის მძიმე ფორმით და აძლევდა ხალხს იმედს, სწორ რჩევებს - თვითონ ამერიკაში ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარა თავის კლინიკაში.
ეს არის უმაღლეს კლასის, ქართველი, ინტელექტუალი ქალბატონი - ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა და დანახვა იმისა, თუ რა ნიჭიერი ქართველები არსებობენ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი მომავალი საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, გუშინ ვისხედით და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები.
ის არის ძალიან აღელვებული და შეშფოთებული ისევე, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ქართველი.
ნანა გეგეჭკორი არის ნამდვილი გამონათება ჩემთვის პირადად და დიდი აღმოჩენა, ჩვენ ისევ უნდა შევაგროვოთ მთელ მსოფლიოში საუკეთესო ქართველები და მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში.
იმიტომ, რომ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, იგივე ნიუ იორკში - სამშობლო, მაინც ერთია და მას დახმარება სჭირდება.
მსოფლიოში მცხოვრები ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს ახლა, საქართველოს გადასარჩენად - ნანა მზად არის. თქვენ ?“
თავის მხრივ ამ პოსტის საპასუხოდ, ამავე სტატუსის კომენტარებში გეგეჭკორმა სააკაშვილს დადებითი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა:
„უღრმესი მადლობა სასიამოვნო შეხვედრისთვის. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის ეს შეფასება. ცხადია, არასდროს დავზარდები ჩემს საყვარელ სამშობლოს ყველაფრის გაზიარებაში რაც აქამდე ვისწავლე“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მინდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები..." - მამა პეტრე
შსს: შუალედური დასკვნით ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა