კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად 5 სექტემბერს ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მაინც გაიმართება.
„ბევრი გვირეკავს და გვეკითხება, ქალბატონი ნანი ბრეგვაძის იუბილე ჩატარდება თუ არა 5 სექტემბერს ბათუმში – გონიოში.
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩატარდება. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. არის ის, რომ ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე. შესაბამისად, 5 სექტემბერს ბათუმში, გონიოს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ნანი ბრეგვაძის 85 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით: მაყურებელთა სკამები განლაგდება 1-მეტრიანი დისტანციით (ტერიტორია ამის საშუალებას იძლევა), თითოეულ მაყურებელს დახვდება პირბადე და შესასვლელებში მოხდება ტემპერატურის შემოწმება. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე“, - წერს ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება და მათ შორის იკრძალება ღია თუ დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების, ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო
შეუძლია თუ არა ვეგეტარიანელ ადამიანს საკვებით მაკრო და მიკროელემენტების ადეკვატური რაოდენობა მიიღოს?
ვინ იშოვის დიდ ფულს და ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის