Digest Logo

„ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია...“ - ნანა გეგეჭკორი გარდაცვლილ ოპერატორზე

1626181968
ნანა და ლექსო

დღეს ქართული მედიისთვის ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო.  „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი აქვეყნებს სტატუსს და გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ წერს.

„დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დარჩენილიყო ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.

ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც, ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.

P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენალი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა არც რომ ღირს ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით,“- წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას?“ - ეკა ბესელია

„ლექსოსთვის პანაშვიდის გადახდის უფლება არ მომცეს“ - რას ჰყვება მამაო, რომელმაც გარდაცვლილი ოპერატორი სიკვდილამდე ნახა

„ისეთი რამ დამმართა ამ დაავადებამ, ლამის მოვკვდი...“ - მარიკა ბაკურაძე