მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ფობიების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. „იმედის“ ტელესახე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ჭიანჭველების ეშინია და როდესაც გადაღებაზეა, მინდორში, სკამზე ფეხებაკეცილი ზის.
„სექტემბერში საშინელი დაავადება დამემართა, რომელიც ინფექციურია. დიდი შანსია, რომ კაფეში სალათი ვჭამე, რომელიც კარგად არ იყო გარეცხილი და რაღაც შემყვა. ისეთი რამ დამმართა ამ დაავადებამ, ლამის მოვკვდი. გაუჩერებელი სისხლდენა მქონდა, ფაქტობრივად, გამაცოცხლეს ექიმებმა და მართლა არ მინდა, ჭიანჭველას გამო მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდე…“- ამბობს მარიკა ბაკურაძე.
⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელი „ჩცდ“-დან და რა საერთო აქვს პერსონაჟს რეალურ ცხოვრებასთან