Digest Logo

ნათია ფანჯიკიძემ მოპარული ხე პოლიციის დახმარებით დაიბრუნა

1625045158
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

რამდენიმე დღის წინ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძე ყვავილის ნერგი მოჰპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ადამიანს, რომელმაც მისი ნერგი წაიღო, ყვავილის დაბრუნება სთხოვა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ნათიამ თავისი საყვარელი ხე დაიბრუნა.

„ხე დავიბრუნე მეგობრებო. ცოტა ნაცემი, მაგრამ ცოცხალია და იცოცხლებს ისევ და გახდება დიდი ხე. ცოტა მოფარებულში დავრგავ ახლა, ასე ჯობს გამტაცებლისთვისაც და ჩემთვისაც.

ქალს, რომელმაც ამოთხარა, რა თქმა უნდა, არაფერი ემუქრება, არათუ არ ვკლავთ, არ ვწვავთ, არ ვაპატიმრებთ, არც სახელი და გვარი მინდა ვიცოდე მისი, ასე რომ თავისუფლად შეუძლია იაროს კამარას წინ, ეჭვის ან მორიდების გარეშე, რომ ვინმე ვცნობთ. დასრულდა ეს ამბავი, მორჩა. სამაგიეროდ, გავიგე, რას ნიშნავს ქრინჯვა.

ქრინჯვა ასეთი რამე ყოფილა, სხვის ჩადენილს შენ რომ წუხხარ - რომ მეგონა, სრულყოფილი სიხარულის განცდა მექნებოდა, რომ მომიტანეს უკან მცენარე, რომლის ყველა ფოთოლს ყოველდღე ვაკვირდებოდი და ამოივსებოდა ორმო, რომელიც დავინახე თუ არა, ყველა ტკივილის სიმბოლურ იმიჯად გამიფორმდა, ყველაფერი ერთად გამიღვიძა და ჩამომანგრია, სიხარულთან ერთად ვიგრძენი სევდა, თითქოს მერჩივნა, ის ადამიანი, ვინც ამოგლიჯა, ჩემი სიზმრის და ბოდვის ღამის მოჩვენება ყოფილიყო და არა რეალურად არსებული ვინმე, ვისაც ვიპოვიდი. თვითონ არ დამიბრუნა, არადა აჯობებდა, ასე ექნა, არც გამოჩენილიყო, ისე დაედო უკან.

პოლიციამ დამიბრუნა მოკლედ. სამი რამის გამო ვარ მათი მადლობელი, ადამიანობის უპირველესად, უკარგესი ხალხია, არავის „სისხლის სმისკენ“ მიდრეკილება არ აქვთ, ანუ იდეალური პოლიციელები არიან, კარგ ფილმებში რომ გინახავთ, ისეთები; იმედის გაჩენისთვის, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი პროფესიონალები არიან და არ დაგჭირვებოდეთ არასდროს, არცერთი მიზეზით, მაგრამ ძალას მოგცემენ, რომ თქვენი უფლებების დაცვა არა მხოლოდ უნდათ, არამედ კომპეტენტურობის გამო ეს კიდეც შეუძლიათ; თანაგანცდის უნარისთვის, - „ხე რა პრობლემაა“ - აი ეს არცერთს არ ეწერა სახეზე, ყველა თავის ვენახზე, ხეზე და მცენარეზე ალაპარაკდა, ორმო რომ ნახეს.

მოკლედ ქატოც და ფქვილიც აქა და ლხინი იქაც და ლხინი აქაც და რამდენიმე ადამიანი მაინც თუ გაიაზრებს, რომ სხვისი ნასიყვარულების, მით უმეტეს სილამაზის და მით უმეტეს ცოცხალი ორგანიზმის გატაცება დანაშაულია, ეგეც უკეთესს, უფრო მგრძნობიარეს გახდის ამ ქვეყანას“, - წერს ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

„კომენდანტის საათის“ მოხსნის შემდეგ მატარებლების განრიგი იცვლება

„10 წელია ბავშვები არმინახავს - ცოლი მეუბნება დნმ-ით დამიმტკიცე, რომ შენი შვილები არიანო“