Digest Logo

ნატო მეტონიძემ კიბო ქიმიოთერაპიის გარეშე დაამარცხა

1601466467
მომღერალი ნატო მეტონიძე 2020 წელი

„მომღერლმა ნატო მეტონიძემ სიმსივნე დაამარცხა“, - ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი კლინიკის გვერდზე ქვეყნდება.

მომღერალი ამბობს, რომ მან დაავადება ადრეულ სტადიაში აღმოჩენა, რამაც მისი დამარცხება გაუმარტივა. მეტონიძე ადამიანებს საკუთარი თავის მიმართ მეტი პასიხისმგებლობისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე. არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე… ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და კულტურული საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. ამისათვის საჭიროა, გადავლახოთ შიში და წელიწადში ერთხელ გამოვყოთ 1 საათი ექიმთან კონსულტაციისთვის“, - წერს ნატო მეტონიძე.