Digest Logo

ნაწილობრივი ლოქდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა რეგულაციები დაწესდება?

1606337122
ლოქდაუნის გამოცხადება

25 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების შესახებ სახელმწიფო 26 ნოემბერს გააცნობს საზოგადოებას.

მისივე თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები.

აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, შესაძლოა, დიდ ქალაქებში შეიზღუდოს ტრანსპორტით გადაადგილება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ორშაბათიდან დაიწყოს რამდენიმე ტიპის აკრძალვა:

⚪ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო მკვეთრად შეიზღუდება და სავარაუდოდ დიდ ქალაქებში 18:00-ის შემდეგ საქალაქო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

⚪ შაბათ-კვირაობით სრულად დაიხურება ყველა მაღაზია, ბარები, კაფეები და რესტორნები, კვირის სხვა დღეებში მათ მუშაობაზე მკაცრი საათობრივი გრაფიკი დაწესდება (აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს).

⚪ მუშაობას შეაჩერებენ დიდი სავაჭრო ცენტრები და დახურული ბაზრობები, ხოლო ღია ტიპის ბაზრები ჯერჯერობით მუშაობას გააგრძელებენ.

⚪ 1 საათით გახანგრძლივდება ქუჩაში გადაადგილებაზე უკვე მოქმედი შეზღუდვა და 22:00-ის ნაცვლად 21:00-დან დაიწყება.

⚪ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, მარშრუტკა).

24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე იხსნება შეზუდულად (ანუ, გაკონტროლდება მგზავრების რაოდენობა)

⚪ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სურსათის, სილამაზის სალონი და სპა სალონებისგარდა იკეტება ყველაფერი (ელიავა, ლილო, სამშენებლო, საცურაო აუზი, სპორტდარბაზები და ა.შ. ყველა რითეილ გაყიდვა. კონფერენციები და შეხვედრები დაიშვება მხოლოდ ონლაინ)

⚪ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე იხსნება დაკეტილი ობიექტები

⚪ 3 იანვრისთვის რა დინამიკაც იქნება, იმის მიხედვით მიცემენ ან არ მიცემენ მოლებს და სხვა ობიექტებს (გარდა სურსათისა) მუშაობის გაგრძელების უფლებას.

⚪ საჯარო სამსახური 3 იანვრიდან 15 იანვრამდე მიდის არდადეგებზე სრულად.

⚪ კერძო ოფისები 28 ნოემბრიდან დისტანციურზე გადადიან, თუმცა ვისაც აუცილებლობა აქვს, შეუძლიათ 15:00 საათამდე ამუშაონ ხალხი;

⚪ ბაღი, სკოლა, ინსტიტუტი (გარდა სამედიცინოსი) სრულად დისტანციურზე;

⚪ რესტორანი გატანით (არკვევენ, ფანჯრის პრინციპს თუ დაუშვებენ, ანუ შეკვეთის თავად მომხმარებლის მიერ წამოღებას) მთელი ეს პერიოდი;

ესაა იმ შესაძლო რეგულაციების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა, მომდევნო პერიოდში განხორციელდეს, თუმცა, ზუსტი გდაწყვეტილება მთავრობის მხრიდან 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე იქნება გაცხადებული.

წყარო: www.resonancedaily.com