Digest Logo

„ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც არჩევნებზე მოგვაწვდის მნიშვნელოვან ვიდეო მასალას, მიიღებს 1000 ლარს“ - ჟორჟოლიანი

1635577333
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ჰპირდება, რომ 1000 ლარს გადაუხდიან იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მნიშვნელოვან ვიდეო მასალას მიაწვდიან.

„ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც მთავარი არხის ინბოქსში გააგზავნის, ვიდეო მასალებს სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, ან არჩევნებზე მოგვაწვდის მნიშვნელოვან ვიდეო მასალას, მიიღებს 1000 ლარს“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ინფორმაციისთვის, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფრო კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები. ის ვისაც, 30 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში თქვენი ქალაქის, თემის ბედს გადაწყვეტს.

ამომრჩეველი 20 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 42 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.





🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუხაროდ, გავაზიარე და დაილეწა ყველაფერი...“ - რას ნანობს ალექსანდრა პაიჭაძე?

🔵ჩემო ძვირფასო ქალებო და გოგონებო! უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადოთ... ადამიანს არ აქვს საზღვრები ოცნებების ასრულებაში - ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?“ - სკანდალი გრძელდება

🔵„მემუქრები? გამოგიქვეყნებ ფოტოებს, შე ძონძო ბავშვო...“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას შვილს დაუპირისპირდა