ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აკაკი ზოიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში ოქტომბერში ბევრი ვაქცინა შემოვა, მათ შორის, ბევრი ვადაგასული.
„Kaki, შენი სტატუსი ვნახე, ვაქცინაციის სავალალო სტატისტიკის შესახებ და მომინდა ყველასთვის გამეზიარებია თითქოს სულ უბრალო და ყველასთვის ადვილად დასანახი, ელემენტარული დაკვირვება: ჩვენი კლინიკის გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების მაგალითზე შემიძლია ვთქვა - სრულმა კი არა, მხოლოდ პირველმა ვაქცინაციამაც ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ჩემი დამ, სიძემ, ძალიან ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა, რომელიც ასაკის, თანდართული დაავადების, ან კონსტიტუციის გამო ძალიან რთულად გადაიტანდა კოვიდ-19-ს, სახლის პირობებში მოიხადეს და მხოლოდ 1-2 დავაწვინეთ კლინიკაში ცოტა ხნით - ძალიან მომეტებული რისკის მქონენი - ისინიც მალევე გავუშვით სახლში. რაც შეეხება დაავადების საერთოდ თავიდან არიდებას, ჩემს ერთ არაექიმ მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი (არაკოვიდით) და აუარება ხალხი მოვიდა პანაშვიდებზე; ძალიან დიდი ოჯახია, ბევრი დამხვდური ჭირისუფლით და უმეტესობას დაემართა კოვიდი- ყველამ იოლად გადაიტანა, მაგრამ საინტერესო აქ ის იყო, რომ ყველანი აცრილები იყვნენ და თან 2 სხვადასხვა ვაქცინით. ზუსტად გაიყო!
ერთი სახის ვაქცინამ სრულად დაიცვა და არცერთს იმ ოჯახის წევრს არ დაემართა, ხოლო მეორე ვაქცინით დაავადებულებმა (მათ შორის რისკის ჯგუფში მყოფებმა)- სახლის პირობებში გადაიტანეს.
ეს დაკვირვება თავად ჩემმა მეგობარმა, ზაზამ გააკეთა (ცხადია არ ვიტყვი ვაქცინების სახელებს - სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვაგვარად მომხდარიყო, ამ შტამზე ასე იყო), და ალბათ ნებისმიერს შეუძლია დანახვა თავის ირგვლივ მაგალითებზე, თუმცა არსებობს ფსიქოლოგიური სიბრმავე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს არსებული რეალობის დანახვას.
ამ „სიბრმავეში, შინაგანი განწყობის გარდა ( ქვეცნობიერი შიშები, ობსესიები), გარეგანი სუგესტიური ფაქტორებიც მონაწილეობენ და სამწუხაროდ, ორჭოფ ადამიანებს თავისკენ იზიდავენ.
რაც შეეხება „ვაქცინების მაფიას", რასაც ხშირად ახსენებენ, უკვე აღარც მინდა ვუპასუხო ამ ტვინგაყინული ხალხის გონების „ნაჟურს", ამ არაამქვეყნიურ სიბრიყვეს!((", - წერს დავით გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მომბაძეთ..." - ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
🔵„კატასავით განაბულა ერთი ბიჭი" - ნიკა გვარამია ცოლთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს