ახალგაზრდა პედაგოგი იოანე ჯანიაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. 2 დღეა, რაც ჯანიაშვილი კლინიკაში მოათავსეს და მკურნალობის კურსს იქ გადის.
იოანე სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს პოსტებს, რომლითაც მეგობრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პედაგოგი სუსტად არის. აქვს ტკივილები და უკვე სისხლის გამათხელებელსაც უკეთებენ:
„2 დღეა აქ ვარ და ასე მგონია, 2 კვირა გავიდა, აქ ნელა გადის დრო, მგონი. დღეს ისევ ისე ვარ, როგორც გუშინ. ეს უფრო კარგია ალბათ, რადგან უარესობისკენ არ მიდის საქმე და სტაბილურად ვარ.
ტკივილებისთვის პარაცეტამოლი მომცეს (გამაყუჩებლის ეფექტი აქვსო ექთანმა) და ცოტა კი გამაყუჩა წუხელ.
სიცხე 37.5
წნევა 100/60
სატუაცია 95 იყო დილას ახლა 97.
სისხლის გამათხელებელს მიკეთებენ მუცელში. ჯერ საჭიროა.
ნეკნების ქვეშ თუ რამე მაქვს, ყველაფერი ამტკივდა, ხელი რომ მოგიჭირონ შიგნიდან, აი, მასე, მაგრამ გაძლებადია.
სუსტად ვარ ჯერ. აი, დაბანის ძალაც არ მაქვს ისე. არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მგონია, ვაგონი ვათრიე 100 კილომეტრზე, ისეთი დაღლილი გრძნობა მაქვს სხეულში.
ყელის ტკივილი მომემატა კიდევ და წვა.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ 7-ჯერ დამირეკეს ჯანდაცვიდან და 112 დან ოჯახის ექიმებმა და მეკითხებიან როგორ ვარ. ვუხსნი, რომ უკვე კლინიკაში ვარ და აქ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ჩემ გამო აღარ შეწუხდნენ დარეკვაზე.
თავს გაუფრთხილდით და გარშემომყოფებს.
ის, რომ ვიღაცამ მარტივად გადაიტანა, აპრიორი არ ნიშნავს რომ ყველაფერი უწყინრად ვლიდნება ყოველთვის.
არავინ იცის, ვის როგორ და რა ფორმით გამოუვლინდება.
ამის მერე, ვინმე რომ დავინახო ჩემს სიახლოვეს უსაფრთხოების წესის დარღვევით, ხეპრე ქაჯები, შოლტს გადავუჭერ და მერე თუ უნდა გამასამართლონ და დამიჭირონ“, - წერს იოანე ჯანიაშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ფეხზე დგომაც კი მიჭირს, თავბრუსხვევა,გულისრევა...- კოვიდინფიცირებული სიმპტომებს გვიზიარებს
სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან
რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი