მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, ფაქტის ამსახველ ფოტოს ქარსელაძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.
დღეს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.