სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 წლის გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება. პოეტი დედასთან ერთად საფრანგეთში იმყოფება და სამკურნალოდ 20 000 ევრო სჭირდება.
„დღეიდან ამ უმაგრესი პოეტი ბიჭისთვის მთები უნდა გადავდგათ და 20 000 ევრო შევაგროვოთ.
დაწვრილებით მინდა მოგიყვეთ, მაგრამ ყოველი დღე სასიცოცხლოდ გადამწყვეტია.
გიორგი და მისი დედიკო საფრანგეთში წავიდნენ სამკურნალოდ. ყველამ ერთად გავიხარეთ, მაგრამ ასე მარტივად არ აღმოჩნდა საქმე...
მდგომარეობა მძიმეა მკურნალობა დასაწყებია.. განწირულები ხართო კლინიკაში უთხრეს ოჯახს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ქვეყანა ჯერ უფასოდ მკურნალობის საკითხებს აჭიანურებს. საუბარია, რომ ყველაფერი ნოემბერში დალაგდება და გიო მიიღებს უფასო მკურნალობას, მაგრამ იქამდე რა უნდა ქნას?
ყველაფერს ძალიან მარტივად ხატავენ, მაგრამ ასეთი მარტივიც არ ყოფილა უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ ჩაბარება..ძალიან ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. არც ზედმეტი რატომ, როგორ და რისთვის ფიქრის დრო არ არის.
სანამ გიორგი უფასო მკურნალობას მიიღებს, მკურნალობის დასაწყები თანხა დაახლოებით 20 000 ევრო ჩვენ უნდა შევუგროვოთ.სხვა გამოსავალი არ არსებობს.
უცხო მიწაზე ისევ ჩვენ უნდა გავატანინოთ და ზურგი გავუმაგროთ. გიორგის დიაგნოზია იუნგის სარკომა. მდგომარეობა მძიმეა. ძალიან გთხოვთ ! ერთად ინანასთვის. რამდენიმე წუთის წინ გიოს დედიკოს დავპირდი, რომ მის გვერდით ვიქნებით და ამ თანხას შევაგროვებთ. პირობა უნდა შევასრულოთ. გააზიარეთ და შემოგვიერთდით ჯგუფში! იქამდე დავპოსტავ სანამ არ შევაგროვებთ. ჩარიცხვის „სქრინები" მოტივაციისთვის შეგიძლიათ ატვირთოთ კომენტარში და გამოიწვიოთ თქვენი მეგობრები", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
საქართველოს ბანკი
#GE70BG0000000013254600
თიბისი ბანკი
#GE33TB7019845061600013
მიმღები თამარ მჭედლიშვილი( დედა)
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „შეხვედრა ჯგუფელ გოგონებთან, 19 წლის შემდეგ" - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს დემნა გვასალია