Digest Logo

„ვერცერთი ჰობის განვითარება ვერ მოასწრო. ცუდ დროში დაიბადა... “ - ნახეთ, როგორი იყო გურამ შეროზია ბავშვობაში (ფოტო)

1632816523
ბლოგერი გურამ შეროზია

ქართველი ვლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში დედამისს პოსტს უძღვნის და თან ურთავს ბავშვობის ფოტოებს. როგორც თავად ამბობს, დედა ყოველთვის მისი იდეალი და ბევრი სტერეოტიპის მსხვრეველი იყო.

„დედაჩემი ბავშვობიდან ჩემი იდეალი და ბევრი სტერეოტიპის მსხვრეველი ქალი იყო!

- არც სახლში იჯდა და კარიერის მოწყობასაც ახერხებდა
- თან ისე, რომ არც მე და მამას გვაკლდა მისი ყურადღება
- საქმიანი რეჟიმის მიუხედავად იდეალური ხელი ჰქონდა და დღემდე საოცარ კერძებს ამზადებს
- არც იუმორში უჭირდა, არც გართობას იკლებდა
- თავსაც უვლიდა და ყველა ასაკში გადასარევად გამოიყურებოდა.

მსახიობობის ნიჭიც ჰქონდა, ბევრ წიგნს კითხულობდა და კითხულობს, უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა, მაგრამ ვერცერთი ჰობის განვითარება ვერ მოასწრო. ცუდ დროში დაიბადა, კიდევ უფრო ცუდში გაიზარდა და თითქოს ჩემში დაიწყო საკუთარი აუხდენელი ოცნებების ახდენის იმედის ჩასახვა...

ახლა ჩემთვის კიდევ უფრო ლამაზია, ასაკის მიუხედავად ისევ გრძელ თმას ატარებს, ისევ ფერადი კაბები აცვია და რაც მთავარია, ჩემი „პუ" მისი ორეულია (ჩემიც შესაბამისად) და ამის გამო კიდევ უფრო მელამაზება!

და დიახ, სწორედ მისით იხსნება კლიპი სიმღერაზე „ლამაზი", რომელსაც აქ იხილავთ 29 სექტემბერს, ანუ ხვალ - საღამოს 9 საათზე... და ჩემი მღელვარებაც იმატებს", - წერს გურამ შეროზია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„აი, ხომ წაგასწარი, შე უდღეურო! ჯერ სად ხარ! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს!" - რა შეემთხვა მაია მუშკუდიანს

🔵VIDEO: „ჩემი მეზობელი მიყვარდა. რომ ვხედავდი, ვერ ველაპარაკებოდი, მერიდებოდა" - ნიკა მელია ბავშვობის წლებს იხსენებს

🔵VIDEO: „შეხვედრა ჯგუფელ გოგონებთან, 19 წლის შემდეგ" - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს დემნა გვასალია

🔵VIDEO: ვრცელდება კადრები, თუ როგორ აიცრა ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით